Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 06 მარტი 2020 13:56

ლადო კალმახელიძე - გორის "ეტალონი" მოსწავლე

Written by
Rate this item
(0 votes)

ლადო კალმახელიძე გორის მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. სულ ცოტა ხნის წინ, ის გორის ეტალონ მოსწავლედ დაასახელეს. მან ინტელექტუალურ შეჯიბრში გაიმარჯვა და მერიისგან ერთწლიანი სტიპენდიაც დაიმსახურა.

 

მან ინტელექტუალურ თამაშში „ეტალონი“ თანატოლთა შორის საუკეთესო შედეგი - 80 ქულა მიიღო.

 

„პირველ რიგში ჩემთვის ძალიან საამაყოა ეს სტატუსი, რომელმაც მომცა ჩემი თავის რწმენა და ასე თქვათ, მომცა სტიმული კიდევ სხვა წარმატებების მისაღწევად“.

 

ლადო ამბობს, რომ ასაკიდან გამომდინარე, დღის დიდ მონაკვეთს სწავლას უთმობს. იმ თანატოლებს კი, რომელიც ამ პროცესში სირთულეებს აწყდებიან, რჩევას აძლევს.

 

„სამომავლო გეგმები მაქვს, რა თქმა უნდა, სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში. ვეცდები რომ ხარისხიანი განათლების მიღების შემდეგ, გამოვადგე ჩემს ქვეყანას, მცირედით მაინც. იმ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლის პროცესში სირთულეებს აწყდებიან, ვეტყვი, რომ ღირს ეს წვალება, რადგან შემდგომი წარმატებები ადრე მოვა თუ გვიან გადაფარავს ამ ყველაფერს“.

 

ლადოს უფრო მეტად ჰუმანიტარული საგნები მოსწონს. ამბობს, რომ სიამოვნებს ამ ტიპის საგნების სწავლა. იურისტობა უნდა.

 

„სამომავლო პროფესიიდან გამომდინარე, იმიტირებულ სასამართლოებში გამოვდიოდი ჩემს გუნდთან ერთად და გორის მაშტაბით გავიმარჯვეთ. ასევე ბრიტანეთის საბჭოს პროექტში . გარდა ამისა, არის კიდევ პატარ-პატარა წარმატებები სხვადასხვა ოლიმპიადებში და შეჯიბრებებში“.

 

ლადო კალმახელიძე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.

Read 403 times