Back to Top
ორშაბათი, 18 მაისი 2020 21:14

ილია და გიორგი - ბიჭები, რომლებიც პანდემიის დროს მოქალაქეებს ეხმარებოდნენ

Written by
Rate this item
(0 votes)

ილია ლუკაშვილი და გიორგი კარიჭაშვილი  მოხალისე ახალგაზრდები არიან. ბიჭები, პანდემიის პერიოდში, საკვებ პროდუქტს აგროვებდნენ და შეჭივებულ ოჯახებს უნაწილბდნენ. მოქალაქეთა დახმარების მიზნით, მათ სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნეს და საქველმოქმედო კამპანიაში თანასოფლებებიც ჩართეს. 

 

"პოსტი ვნახე, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვდა, მაშინვე დავწერე სოციალურ ქსელში, რომ დავხმარებოდით ამ ოჯახს, რითიც შეგვეძლებოდა. ჩემი მიმართვა ბუნებრივია ხიდისთავის მოსახლეობას ეხებოდა, რადგან მე მათ გარეშე, ბევრს ვერაფერს ვიზამდი. როდესაც ეს კამპანია დავიწყე, რაღაც მოლოდინი მქონდა, მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კამპანია სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში მიდიოდა. საკმაოდ ბევრი პროდუქტი, ტანსაცმელი და საჭირო ნივთები შევაგროვეთ“, - ამბობს ილია ლუკაშვილი.

 

 

შეგროვილი პროდუქტი მოხალისეებმა რამდენიმე ოჯახს გაუნაწილეს


“გარდა ამ მრავალშვილიანი ოჯახისა, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ დახმარება ხიდისთავის მკვიდრ რამოდენიმე ოჯახსაც სჭირდებოდა, მე და იმ ადამიანებმა, ვინც ამ საქმეში ჩემ გვერდით იყვნენ, მოვიძიეთ ეს ოჯახები და დახმარება მათაც გავუწიეთ. სახლში მივუტანეთ პროდუქტები და შეგროვებული ნივთები“, - იხსენებს ილია.

გიორგი კარიჭაშვილს მოხალისედ მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა, პანდემიის პერიოდში გაუჩნდა სურვილი მოეძიებინა ისეთი ოჯახები ვინც დახმარებას ითხოვდა. მოიძია 10 ოჯახი, გაიგო მათი  საჭიროებები და სხვადასხვა ნივთები სახლებში მიუტანა.

 


“მე წარსულშიც მიმიღია მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში, მქონდა მოხალისედ მუშაობის გამოცდილება. პანდემიის პერიოდშიც გამიჩნდა სურვილი სხვების დახარების, დავიწყე ოჯახების მოძიება, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ, იმ ეტაპზე ხიდისთავში ასეთი ოჯახი ვეღარ ვნახეთ, ზუსტად ამ დროს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გორში კვერნაქის დასახლებაში იყო 10 ოჯახი, რომლებიც საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვდნენ. სწორედ მათ დასახმარებლად შევაგროვე, თანასოფლელების ჩართულობით, სხვადასხვა ნივთები და მივუტანე“, -თქვა გიორგი კარიჭაშვილი.

 

მათ ვისაც დახმარების სურვილი ჰქონდა და სიფრთხილის გამო გარეთ არ გამოდიოდა, გიორგი სახლში აკითხავდა.


“მოჰქონდათ ვისაც რისი საშუალება ჰქონდათ, ზოგთან მე მივდიოდი და მომქონდა. ამ ერთად დგომით ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ რთული დღეების გადალახვაში“, - ამბობს გიორგი.

 

ბიჭებმა იციან, რომ დახმარება კიდევ ბევრ მოქალაქეს სჭირდება. მათ იმედი აქვთ, რომ საზოგადოების გვერდშიდგომას სხვა ოჯახებიც იგრძნობენ. 

Read 449 times Last modified on სამშაბათი, 19 მაისი 2020 22:23