Back to Top
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 17:16

„ნაკვალევი“ - ორგანიზაცია, რომელიც გორში 100 ოჯახს საკვები პროდუქტით დაეხმარა

Written by
Rate this item
(1 Vote)

არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაკვალევი" გორში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტით დაეხმარა. ქველმოქმედებაში მონაწილეობა გორელმა მოხალისეებმა მიიღეს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში ახალგაზრდა დიპლომატების სტატუსით არიან ჩართულები.

 

ახალგაზრდა დიპლომატებმა საკუთარი ძალებით მოიძიეს ოჯახები, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ - მათ ყურადღება ისეთ ოჯახებს მიაქციეს, რომლებსაც რამდენიმე შვილი ან ონკოლოგიური დაავადების მქონე ოჯახის წევრი ჰყავთ.

 

 

ნინო მაისურაძე 17 წლის ახალგაზრდა დიპლომატია. ის პირადად აგროვებდა ინფორმაციას გაჭირვებულ ოჯახებზე. როგორც თავად ამბობს, თვითონ მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და მისი მიზანიც ასეთი ოჯახების დახმარება იყო.


“მე რამოდენიმე წელია ამ ორგანიზაციაში ვარ და სხვა დროსაც მიმიღია მონაწილეობა ქველმოქმედებაში. პანდემიის პერიოდში, როდესაც ორგანიზაციამ გაჭირვებული ოჯახების დახმარება გადაწყვიტა, მე ჩემ გარშემო დავიწყე ასეთი ოჯახების მოძიება, მინდოდა, რომ ჩემი სამიზნე ჯგუფი მრავალშვილიანები ყოფილიყვნენ, რადგან მე თავად მრავალშვილიან ოჯახში ვარ დაბადებული და ვიცი რამდენი საჭიროება აქვს ამ ხალხს. ჩემს ირგვლივ მართლაც ვნახე ასეთი ოჯახები და მიხარია, რომ ამ ადამიანების გახარება შევძელით“, - ამბობს ნინო მაისურაძე. 

 

 

ერთ-ერთი მოხალისე გიორგი კობალაძეა. ის სამაჩაბლოდან დევნილია და ბენეფიციარად სწორედ დევნილი ოჯახები შერჩია.


“მე სამაჩაბლოდან ვარ დევნილი. ჩემი წვლილიც ძირითადად დევნილი ოჯახების მოძებნა იყო. ამ ინფორმაციის შეგროვებაში ჩემი მშობლები დამეხმარნენ. შევარჩიე მოხუცები და ამ ადამიანებს დავეხმარეთ“, - ამბობს გიორგი.

 

ორგანიზაცია "ნაკვალევის" დამფუძნებლის თამარ გოგატიშვილის თქმით, ბენეფიციარები მთლიანად ახალგაზრდებმა  მოიძიეს, ხოლო პროდუქტებით ჰუმანიტარული ორგანიზაცია დაეხმარათ.

 

 

 

"ჩვენ ამ აქციით 100 ოჯახს დავეხმარეთ. ახალგაზრდა დიპლომატებთან ერთად ხშირად ვაკეთებთ მსგავს ღონისძიებებს. ამჯერად გორს ვეხმარებით, ამაში გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები გვეხმარებიან. მათ მოიძიეს ოჯახები და ყველა წესის დაცვით ვახორციელებთ ქველმოქმედებას. მე თავად ონკოლოგიური პაციენტი ვარ და მინდოდა ასეთი ოჯახებიც ყოფილიყვნენ დახმარების სიაში. ჩვენი ორგანიზაცია, ძირითადად, მეგობარი ორგანიზაციით და საწევროებიდან შემოსული თანხით არსებობს, ამჯერადაც, საკვები პროდუქტებით ერთ-ერთი ჰუმანიტარული ასოციაცია "აჰმადია მუსლიმესოსიეიშენის" დაგვეხმარა და ამ ოჯახებთან მივიტანეთ საკვები პროდუქტები", - თქვა თამარ გოგატიშვილმა.

 

არასათავრობო ორგანიზაცია ნაკვალევი 2011 წელს დაარსდა თბილისში. ორგანიზაციია ახორციელებს სხვადსახვა პროეტებს ახალგაზრდებისთვის, რომელთა უმეტესობა ფოკუსირებულია პროაქტიული მოქალაქეობისა და მოხალისეობის პოპულარიზაციაზე. 

Read 228 times