Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020 15:31

ლექსო მერებაშვილი - თავისუფლების ძიება, როგორც მიზანი

Written by
Rate this item
(0 votes)

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გორში ერთი იურისტი ჰყავს. უკვე მეორე წელია, ლექსო მერებაშვილი მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას ამ ორგანიზაციის სახელით უწევს.

 

ლექსოს საკუთარი პროფესია მოსწონს. ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება არასოდეს უნანია. მეტიც, მისთვის ადვოკატობა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი პროფესიაა.

 

“ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის ადამიანი, სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება.”

 

უკვე ორი წელია, ლექსო ყოველდღიურად ხვდება ადამიანებს, ისმენს მათ პრობლემებს და ხშირად იმაზე მეტად ეხმარება, ვიდრე მისგან ელიან.

 

„დილიდანვე ვიღებ ადამიანებს, ვემზადები სასამართლო პროცესებისათვის, ვამზადებ დოკუმენტაციას, ვწერ სარჩელების, შესაგებლებს, საჩივრებს, განცხადებებს... სამუშაო დღეები მოიცავს, რა თქმა უნდა, სასამართლო სხდომებში მონაწილეობას, პოლიციაში საქმის მასალების გაცნობას და სხვა. შეიძლება მომიწიოს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართან ვიზიტი და ამან მთელი დღეც კი წაიღოს”, - გვიყვება იურისტი.

 

დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ლექსო საყვარელი საქმეებისთვის დროის გამონახვას მაინც ახერხებს და მასას დიდწილად პროფესიულ განვითარებას უთმობს.

 

„დავაგვიანე პროფესიაში შესვლა და მინდა დაკარგული დრო ავანაზღაურო. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი კონკრეტული სპეციალიზაციით არ ვმუშაობ, ვცდილობ განვვითარდე ყველა მიმართულებით. შეიძლება შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ სწორად ვიქცევი.”

 

ამ ყველაფრის პარალელურად, ლექსო საკუთარი ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებსაც ცდილობს. ამ მიზნით, მან ფუტკრები მოაშენა.

 

“მაქვს სამი სკა და გაზაფხულიდან მიწევს ხოლმე გადავერთო ფუტკრებზე. მართალია, ვერ შევძელი სათანადოდ გამემრავლებინა და თან დროც არა მაქვს, მაგრამ მაინც არ ვეშვები ამ საქმეს, რადგან შეიძლება ითქვას ჩამითრია. ერთი სული მაქვს როდის დადგება ხოლმე გაზაფხული. ფუტკრების დანესტრვის მიუხედავად ძალიან სასიამოვნო საქმეა და სამოყვარულო დონის ცოდნაც მაქვს“.

 

ლექსოს ერთი შვილი ჰყავს და მუდმივად ცდილობს, რომ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და ყურადღება მასაც გაუზიროს. ყველა ადამიანთან ურთიერთობისას კი, ცდილობს ერთი მთავარი პრინციპით იხელმძღვანელოს - იყოს კეთილსინდისიერი.

 

„მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ვიყო კეთილგანწყობილი, თუმცა ხშირად ვერ გამომდის სამწუხაროდ. თმენის ძალიან დიდი უნარი მაქვს, თუმცა მასაც აქვს საზღვრები და თუკი ვარღვევ ამ საზღვრებს, ესე იგი ჩემი ბრალი აღარ არის რაც მთავარია, ყველას ვაძლევ ნდობისა და პატივისცემის კრედიტს, რასაც არცთუ იშვიათად, დუბრალოდ და ძალიან სწრაფად ანიავებენ ხოლმე.”

 

ლექსოს სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხოვრებაში მთავარი თავისუფლებაა და მისი მიზანიც, ამ თავისუფლების მიღწევა და დაცვაა.

Read 385 times Last modified on ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020 15:37