Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020 17:24

ირმა გომარელი და ექიმებისთვის ყვავილებით გადახდილი მადლობა

Written by
Rate this item
(0 votes)

ირმა გომარელს, უკვე სამი წელია, ყვავილების სალონი აქვს. პანდემიის პერიოდში ირმამ ცხელების ცენტრის ექიმებს თავის სალონიდან ყვავილები აჩუქა. როგორც ის ამბობს, მან ამით მადლიერება გამოხატა.

 

"პანდემიის პერიოდში," კლინიკა გორმედში" გაიხსნა ცხელების ცენტრი. აქ მუშაობდნენ ექიმები, ვინც ძალიან დიდ შრომას დებდნენ ამ საქმეში, ღამეებს ათენებდნენ და თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდათ. ჩემი ახლობლისგან შიდა სამზარეულო ვიცოდი, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა თაიგულები და მიმეტანა მათთვის. კი მიწერდნენ კომენტარებს, ამ ექიმებმა პრემიები აიღეს, რაღა ყვავილები უნდათო, მაგრამ მე თანხით ვერავის ვეხმარებოდი და რაც შემეძლო ის გავაკეთე. ამით გამოვხატე ჩემი მადლიერება მათ მიმართ“, - ამბობს ირმა გომარელი.

 

 

ირმამ სალონიდან ყვავილები იმ ადამიანებსაც აჩუქა, ვინც პანდემიის პერიოდში სხვებს ეხმარებოდნენ. მას ამ ფორმით კეთილი ადამიანების წახალისება სურდა. 

 

“მე დისტანციურად ვმუშაობდი და აქტიურად ვადევნებდი თვალს. თუ ვინმე რაიმე სიკეთეს გააკეთებდა და ეს სოციალურ ქსელში იდებოდა, თითოეული მათგანისთვისაც ვამზადებდი თაიგულს და ვუგზავნიდი. ეს ძალიან მცირეა, რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით, რაც სხვებმა აკეთეს, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან მათი წახალისება იყო. არ დამავიწყდება ემოციები, როდესაც თაიგული მიმქონდა, როგორი გახარებულები იყვნენ“, - თქვა ირმამ.

  

მს სალონმა  "ყვავილების სახლი" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, სტანდარტების დაცვით განაახლა.

Read 237 times