Back to Top
შაბათი, 20 ივნისი 2020 14:49

მერი მაყიშვილი - 60 წლის მოხალისე და კორონავირუსის პანდემია

Written by
Rate this item
(0 votes)

მერი მაყიშვილი ორგანიზაცია "ბეთლემის" ხელმძღვანელია. საკუთარი ორგანიზაციის ჩართულობით, მერი სკრაში მცხოვრებ ოჯახებს ეხმარებოდა. ის ოჯახებში მიდიოდა და სხვადასხვა პროდუქტი მიჰქონდა. საკვები პროდუქტი და ჰიგინიერის საშუალებები, 60 წლის ქალმა 20-მდე ოჯახში ორ მოსახლისესთან ერთად დაარიგა.

 

“პროექტს სტრატეგიული კვლევების ცენტრი ახორციელებს, რომელიც ფონდი ღია საზოგადოების მიერ არის დაფინანსებული. ორგანიზაცია “ბეთლემი“ პროექტში ჩაერთო როგორც მოხალისე და სკრის თემში დავეხმარეთ 20 ოჯახს. ესენი ძირითადად იყვნენ შეჭირვებული და სოციალურად დაუცველები. საკვებ პროდუქტებთან ერთად ოჯახებს ჰიგიენის საშუალებებიც მივუტანეთ. ჩემთან ერთად ჩვენივე ორგანიზაციის ორი წევრი იყო ჩართული მოხალისეობრივად, ქეთევან ბალიაშვილი და რეზო ოქროშიაშვილი“, - ამბობს მერი მაყიშვილი.

 

ორგანიზაცია "ბეთლემი" პანდემიის პერიოდში იმ მოხუცებზეც ზრუნავდა, რომლებსაც ტრანსპორტირების პრობლემა ჰქონდათ.

 

 

“როდესაც ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა ჩვენი ორგანიზაცია აქაც აქტიურად ეხმარებოდა მოსახლეობას, განსაკუთრებით მოხუცებს, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. ჩვენ მივდიოდით მათთან, ვიგებდით რა უნდოდათ, ეს იყო მედიკამენტი, თუ სხვა და მოგვქონდა პირადი მანქანებით მოხუცებთან ყველა საჭირო ნივთი. ახლაც მოგებული გვაქვს პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს სკრის თემში კიდევ 20 ოჯახს დავეხმაროთ. ამჯერად, სამიზნე ჯგუფი მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცები იქნებიან“, - თქვა მაყიშვილმა.

 

მერი ამბობს, რომ პანდემიამ ადამიანები დაახლოვა და ერთმანეთზე ზრუნვა ასწავლა.

 

"ამ პანდემიის პერიოდში ბუნებრივია ვერ ვნახულობდით ბენეფიციარებს და ისეთი დიდი მონატრება გაგვიჩნდა ერთმანეთის, ფიქრი და ზრუნვა დავიწყეთ ერთმანეთზე..მოხუცებს ისე გაუჭირდათ, რომ ვერ იკრიბებოდნენ და ვერ ახორციელებდნენ აქტივობებს, ერთი სული ჰქონდათ, როდის განახლდებოდა ჩვენი შეხვედრები. ამ პანდემიამ ერთმანეთის დეფიციტი გაგვიჩინა და მივხვდი, რომ მოხუცებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა".

 

ორგანიზაცია ბეთლემი სამი მიმართულებით მუშაობს, ეს არის ახალგაზრდები, მოხუცები და ქალები. 

Read 387 times Last modified on შაბათი, 20 ივნისი 2020 14:58