Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 ივნისი 2020 13:41

30 წელი გორის საჯარო ბიბლიოთეკაში - ნანა აბრამიძის ისტორია

ნანა აბრამიძემ გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 30 წელი იმუშავა. თავდაპირველად რიგით თანამშრომლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ხელმძღვანელი გახდა.

 

ნანა აბრამიძე 1955 წლის 15 ოქტომბერს გორში დაიბადა. აქვე დაამთავრა სკოლა და მიიღო უმაღლესი განათლება.

 

მისი საქმიანობის განმავლობაში, გორის საჯარო ბიბლიოთეკაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

 

მისი ინიციატივით, ხშირად იმართებოდა ბიბლიოთეკართა სემინარები. ის ხშირად ესწრებოდა ქვეყნის მასშტაბით გამართულ სამეცნიერო - მეთოდიკურ კონფერენციებს, მისი ხელმძღვანელობის დროს ბიბლიოთეკა გახდა საბიბლიოთეკო ასოციაციის აქტიური წევრი და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო აქტივობებშიც.

 

ნანა აბრამიძეს მიღებული აქვს "ღირსების ორდენი" თავის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის.

 

მიღებული ჰქონდა "ქართული კულტურის ამაგდარის წოდება", შიდა ქართლის რეგიონის კულტურის მუშაკის წოდება.

 

აღსანიშნავია, რომ მისი ინიციატივითა და ამერიკის საელჩოს დახმარებით, გორის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნა " ამერიკის კუთხე“.

 

ნანა აბრამიძე 65 წლის ასაკში, 2020 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა.