Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 11:42

სახელოსნო „კრეატორიუმი“ - გორელი გოგონების შემოქმედება

Written by
Rate this item
(0 votes)

მარიამ წიქარიძემ მეგობრებრებთან ერთად გორში, ერთ-ერთი გამორჩეული სახელოსნო გახსნა, რომელსაც "კრეატორიუმი" დაარქვა. გოგონები სახელოსნოში სხვადახვა სახის ხელნაკეთ ნივთებსა და ნამუშევრებს ქმნიან.

 

"მე და ჩემმა მეგობარმა, ნინომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პატარა, მყუდრო სახელოსნო, სადაც ჩვენი ნამუშევრების დამზადებას, რეალიზებას და გამოფენას შევძლებდით. ძალიან მალე ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ და ახლა უკვე გვაქვს სახელოსნო, რომელიც მხოლოდ ხელნაკეთ ნივთებს არ ემსახურება. მალევე შემოგვიერთდა პროფესიით მხატვარი, ენერგიული და ძალიან ნიჭიერი თაკო. ახლა უკვე სამნი ვართ და თავს უამრავ სამუშაოს ვართმევთ", - გვითხრა მარიამმა.

 

 

სახელოსნოში ამჟამად სამი ადამიანი, მარიამ წიქარიძე, ნინო მაზმიშვილი და თაკო სარაული მუშაობს. როგორც მარიამმა გვითხრა, სახელოსნოს გახსნიდან მალევე დაინტერესდნენ ქუჩის მხატვრობითა და ღონისძიების გაფორმებით.

 

"ჩვენთვის პრიორიტეტული გახდა ქუჩის მხატვრობა და ივენთების დიზაინი. რა თქმა უნდა, ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების დამზადებაც კვლავ პრიორიტეტია. ასევე ვმუშაობთ ტექსტილის მოხატვაზე, ვხატავთ სამოსს, ფეხსაცმელს. გვაქვს ჩვენივე დიზაინის, ეკატერინე გიორგობიანის მიერ შეკერილი და ჩვენი მოხატული ჩანთები, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს", - გვითხრა მარიამ წიქარიძემ.

 

 

მარიამის თქმით, სახელოსნოში ფუნქციონირებს არტ თერაპიის წრე, რომლით სარგებლობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

"ჩვენს სახელოსნოში, რომელიც მდებარეობს გორში, წმინდა წყალზე ფუნქციონირებს არტ თერაპიის წრე, ყველა ასაკზე მორგებული, ძალიან "არტული" და საინტერესო", - ამბობს მარიამი.

 

როგორც მარიამი ამბობს, "კრეატორიუმი" მომავალში მომხმარებელს უფრო ხარისხიან და პროფესიონალ მომსახურებას შესთავაზებს.

Read 462 times