Back to Top
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020 13:03

დევნილმა ქალმა ბავშვობის ოცნება შემოსავლის წყაროდ აქცია - ქეთინო ციცქიშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

დევნილი ქეთინო ციცქიშვილი ხელნაკეთ სათამაშოებს აკეთებს. ის სამ შვილთან ერთად, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 

 

 

ქეთინოს ქარგვა და ქსოვა ბავშვობიდან უყვარს. ხელსაქმე დღეს უკვე მისი შემოსავლის წყაროა.

 

"როდესაც ჩემ შვილებს სკოლაში გავისტუმრებ და თავისუფალი დრო მრჩება, ძირითადად სულ ამ სათამაშოებს ვქსოვ, დიდი დრო სჭირდება ამ ყველაფერს. როდესაც შეკვეთები მაქვს, ღამეებსაც ვათენებ“, - ამბობს ქეთინო ციცქიშვილი.

 

ქეთინო იღებს შეკვეთებსაც.


“მოსწონთ ჩემი ნაქარგები და ნაქსოვები. ხან ბიჭებს ვქსოვ, ხან გოგოებს, ხან ცხოველებს და ფრინველებს, გააჩნია, ვის რა უნდა. რაც მთავარია, ჩემი შექმნილი თოჯინები უსაფრთხოა ბავშვებისთვის და არა მარტო. ვაკეთებ სხვადასხვა ზომის სათამაშოებს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო მესწავლა ქსოვა და ქარგვა, ხელსაქმე მცოდნოდა“, - აღნიშნა ქეთინომ.

 

ყველაზე ბევრი შეკვეთა ქეთინოს სადღესასწაულო დღეებში აქვს.


"საახალწლოდ მაქვს ხოლმე ბევრი შეკვეთა, თაგვის წელიწადში უამრავი სათამაშო დავამზადე, ახლა ხარის წელი მოდის და უკვე დაიწყო შეკვეთები. ახლაც ვმუშაობ და ვქმნი თოჯინებს, 20 ცალი ხარი უნდა მოვქსოვო, რომელიც მალე პატრონს ჩაბარდება“, - თქვა ციცქიშვილმა

ქეთინოს ხელნაკეთი თოჯინები 20-დან 25 ლარამდე ღირს.

Read 142 times