Back to Top
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2020 11:38

პანდემიის დროს დაწყებული საქმე - არტ-დეკორატორ ანი ყაჩლავაშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(1 Vote)

ანი ყაჩლავაშვილი პროფესიით კომუნიკაციების სპეციალისტია, უყვარს ხატვა და ბავშვობიდან აკეთებს ხელნაკეთ ნივთებს.

 

როგორც თავად ამბობს, ხელოვნების მოყვარულია და სწორედ ამ საქმის მიმართ სიყვარულმა პანდემიის პერიოდში გადააწყვეტინა დაეწყო სადღესასწაულო დეკორაციებზე მუშაობა. ბოლო რამოდენიმე თვეა, ანი დისტანციურად იღებს შეკვეთებს და საკუთარი დიზაინით ქმნის დეკორაციებს.


“სადღესასწაულო დეკორაციებს ვაკეთებ სულ რაღაც 4 თვეა. ბავშვობიდან მიზიდავს ხელოვნება, ვაკეთებდი ხელნაკეთ ნივთებს ყოველთვის მიყვარდა ხატვა. პანდემიის დროს მომიწია სახლში ყოფნა და სწორედ ამ დროს, ჩემმა სიყვარულმა ხელოვნებისადმი გადამაწყვეტინა ამ საქმიანობის დაწყება“, - ამბობს ანი ყაჩლავაშვილი.

 


დეკორაციებს საკუთარი დიზაინით ქმნის, ღირებულება კი წვეულების მასშტაბზეა დამოკიდებული.


“გაფორმებისთვის დეკორაციებს ძირითადად ვქმნი ჩემი დიზაინით და რა თქმა უნდა, რაც საჭიროა, ვყიდულობ. სადღესასწაულო გაფორმების ფასი დამოკიდებულია ბევრ დეტალზე. რაც მთავარია, ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძირითადად დაბადების დღეზე და ნათლობაზეა მოთხოვნა“, - ამბობს ანი.


 

როგორც ანა ამბობს, ამ საქმის კეთება დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს.


“ჩემთვის ყველა ნამუშევარი მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე მოითხოვს ძალიან დიდ დროს, ენერგიასა და პასუხისმგებლობას, ჩემთვის უპირველესია თითოეული მომხამრებელი იყოს კმაყოფილი, რაც მაძლევს დიდ სტიმულს. ამისთვის ვცდილობ ყველა ჩემი ნამუშევარი იყოს განსხვავებული, დახვეწილი და ეტყობოდეს ჩემი ხელი", - თქვა ანი ყაჩლავაშვილა.


ანის შეკვეთები როგორც გორის მასშტაბით, ასევე სხვადასხვა ქალაქებიდან აქვს. ჯერეჯრობით მას ონლაინ უწევს მუშაობა, თუმცა სამომავლოდ გეგმავს ჰქონდეს საკუთარი ოფისი და სახელოსნო.

Read 905 times