ცნობილი გორელი საოპერო მომღერლებს დავით და სოსო დარბაიძეებს გორელი მსმენელი სცენიდან იცნობს. ძმებს სიმღერა ადრეული ასაკიდან შეეძლოთ, თუმცა მასწავლებელს ბავშობაში მათი სმენა დაუწუნია.
84 წლის ონისე მოდებაძის სამუშაო დღე დილის 8 საათზე იწყება. „ქალებო, ნატვრისთვალებო“ - ასეთი შეძახილების გაგონების შემდეგ, გორის ავტოსადგურში ყველა ხვდება, რომ ონისემ სამუშაო დღე დაიწყო.
ლევან ფატარიძე 36 წლის მეხანძრე-მაშველია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ლევანი 11 წელია ამ პროფესიას ემსახურება და როგორც თავად ამბობს, ეს არჩევანი ადამიანების დახმარების სურვილმა განაპირობა.
"შატო ატენი" საქართველოში დამზადებულ ყველა ტურისტულ გზამკვლევზეა აღნიშნული. მარანს ყოველ დღე სტუმრობენ ტურისტები, აგემოვნებენ ღვინოს და საკუთარ ქვეყანაში წასაღებად ამზადებენ.
გორის ცენტრალურ მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან მიახლოებისას მუსიკის ხმას აუცილებლად გაიგებთ. ჩასვლისას კი გიტარით ხელში, ახალგაზრდა ბიჭს დაინახავთ.
გიგა იორამაშვილი 23 წლის ფიტნეს-ინსტრუქტორია გორიდან. დღესდღეობით, იგი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და გორის ერთ-ერთ სპორტ-დარბაზში მუშაობს, თუმცა მის ცხოვრებაში იყო არაერთი რთული პერიოდი, როდესაც ვარჯიშისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდა და მეზობლის სარდაფში მის მიერვე დამზადებული ცემენტის ბლინებით (შტანგის წონა) ვარჯიშობდა.
სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი სტიპენდიანტი გორელი ნათია აფციაურია. ის ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, როცა ინტერიერის დიზაინერობა გადაწყვიტა და საკუთარ მიზნად აკადემიაში ჩარიცხვა დაისახა. საწადელს მიაღწია და სასწავლებლის შიდა დაფინანსებაც მოიპოვა.
"ჩემი ყოველდღიური ცხოვრება თითქმის ერთნაირია.თეატრი და პარალელურ რეჟიმში - ფეისბუქი", - გვეუბნება კობა კოპაძე.
17 წლის გოგონამ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ფიქრობს, რომ მშობლები მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან, თუ ის ფინანსურად დამოუკიდებელი იქნება. ამიტომ მშობლებისგან გამოგზავნილი ფულით ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.
მარიამ ტლაშაძე სულ მალე 13 წლის გახდება. ის ხიდისთავის საჯარო სკოლაში სწავლობს და დიზაინერობაზე ოცნებობს. მიზნის მისაღწევად, მარიამს სამზადისი უკვე დაწყებული აქვს - ხელოვნების მიმართულებით პროფესორ კოტე მეღვინეთუხუცესის სახელობის სახელოვნებო სკოლაში ხალხური რეწვის წრეზეც დადის.
მიშიკო ჩალაბაშვილი 15 წლის ძიუდოისტია, რომელიც ვარჯიშებზე კარალეთიდან გორში ყოველდღე დადის. მას წელს განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად. მრავალ მის თანატოლს შორის, სწორედ მიშიკო გახდა ის ერთადერთი ახალგაზრდა გორიდან, რომელმაც ერთ-ერთი ბანკის სტიპენდია მოიპოვა. აღნიშნული ბანკი მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებს ანიჭებს სტიპენდიას.