Back to Top
ხალხის ხმა

ხალხის ხმა (69)

ავტორი: ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებელი

მე ვარ ელენე ბეთლემიშვილი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ბუნებრივია, რომ ჩემი საუბარი ბავშვებს და სკოლას შეეხება. ვფიქრობ, რომ დღეს მოსწავლეები სკოლაში ბევრი სიძნელის და პრობლემის წინაშე დგანან სწავლა-სწავლების პროცესებში. მათ უჭირთ მარტო გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს. ამიტომაცაა, რომ ხანდახან ისინი ზედმეტად აგრესიულები გვეჩვენებიან, ვაბრალებთ უინტერესობას და უმოტივაციობას. ამის მიზეზი უფრო ხშირად არის ის, რომ ფლუსტრირებულნი და იმედგაცრუებულნი რჩებიან გაკვეთილებზე.

Comment

ავტორი: ნინო მინდიაშვილი

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში, საოკუპაციო ხაზის მიდებარე სოფლის მაცხოვრებლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, გადინაების მაღალი დონე ფიქსირდება, რაც იწვევს თავისთავად დაბერებას და სოფლად, მხოლოდ 40-დან ზემოთ ასაკის მოსახლეობა რჩება. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგალითად ის რომ უკეთესი განათლება გინდა მისცე საკუთარ შვილებს, რასაც მოწვეტილნი არიან სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები, სხვადასხვა წრეებს ვგულისხმობ. ქალაქში განვითარებისათვის ბევრი შესაძლებლობებია, ასევე სამსახურების მხრივაც უფრო მარტივია დასაქმება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ სოფლად მცხოვრები გლეხისთვის ძალიან რთულია გადარჩენა და განვითარება ბანკის სესხის გარეშე. პროცენტი კი ისეთი მაღალია, არგამარლთების შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება გლეხი. ახალგაზრდების შემთხვევაში, როდესაც სკოლას ამთავრებენ სოფლიდან ქალაქად მიდიან სასწავლებლად, იქვე რჩებიან, რადგან ნახულობენ სამსახურს და უკან აღარ ბრუნდებიან.

Comment

ავტორი: ლელა თედეევა

მე დევნილი ვარ დიდი ლიახვის ხეობიდან. ეს სტატუსი ბევრი ტკივილის და პრობლემის მომცველია, მისი არსიდან გამომდინარე.

Comment

ავტორი: დაკო მურადაშვილი

მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე და ნიჰილისტური დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

Comment

ორშაბათი, 15 ივლისი 2019 16:07

უხილავი იარაღი

Written by

21-ე საუკუნე, ინტერნეტის ეპოქა, უდიდესი ქსელი, რომლის საშუალებითაც ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უკავშირდებიან ერთმანეთს და იძიებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას უმოკლეს დროში.

Comment

ავტორი: მარიამ დემუროვი

ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაშინ როცა ჩემი მეგობრების წრე არ შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ არაფორმალური განათლება არ არის აუცილებელი და მხოლოდ ფორმალური, სკოლის განათლებით იფარგლებიან. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა ყველა ახალგაზრდა ჩემი მეგობარი იყოს და ისინიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ასე არაა და სწორედ ეს მაიძულებს ვწერო ამ საკითხის ირგვლივ.

Comment

ავტორი: ნათია ჯოხაძე-მჭედლიშვილი

ადამიანს სულ პატარა "ბიძგი“ სჭირდება, რომ საკუთარ თავში ნაპოვნი ძალა, რომელიც სანუკვარი ოცნების ახდენაში დაეხმარება, რეალობად აქციოს. შეძლოს იყოს რეალიზებული და აღიარებული იმისთვის, რომ გამოადგეს ოჯახს და ქვეყანას. ყველაფერი იწყება არაფრისგან, მაგრამ არასდროს სიზარმაცით და ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგომით და კეთილი ადამიანების დახმარებით.

Comment

ავტორი: თინა თაყაძე

სანამ საზოგადოება ცალი თვალით ყველაფერს დავინახავდით, მშვიდად, დინჯად, მშივრები, პრობლემებით დამძიმებულნი, ორივე თვალით დაბრმავებულნი, დავაბიჯებდით უხმაუროდ, გამოსავლის ძიებაში ჩაფიქრებულნი.

Comment

ავტორი: ბაჩანა ხუციშვილი,"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი

ქუჩის აქციები და დემონსტრაციები დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. ამ მეთოდს აქტიურად მიმართავენ სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფები მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ თუ ნახევრად დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ეს იარაღი, შეიძლება ითქვას, რომ არანაკლებ (თუ მეტად არა) ინტენსიურად და მძაფრად გამოიყენება, ვიდრე განვითარებული დემოკრატიის მქონე საზოგადოებებში.

Comment

ავტორი: თეონა ფანქევლაშვილი

ღამის მეფე მოგვადგა, როგორც ვინტერფელს მიადგა თაივისი მკვდრების არიიმით, მაგრამ არმია მავთულხლართებთან დატოვა, სადაც ქვეყნის 20% -ია ოკუპირებული. უბრალოდ, ერთი კაცი გავრილოვი გამოუშავა და სცადა აეფრიალებინა დროშა თბილისის თავზე.

Comment