პეტრე ბაგრატიონი 1765 წელს დაღესტანში დაიბადა. იგი წარმოშობით ქართველი ბაგრატიონთა გვარიდან იყო. ისტორიულ წყაროებში იხსენიება, როგორც 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირი.
მერაბ კოსტავას ქუჩა გორში 1991 წლიდან არსებობს. საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს ქუჩა 26 კომისრის სახელწოდებას ატარებდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, 1991 წლის 12 თებერვალს, მას სახელი შეუცვალეს და მერაბ კოსტავას ქუჩა უწოდეს.
ჭალი - კვერნაკის დასახლებაში, ერთ - ერთ მთავარ ქუჩას ირაკლი აბრამიშვილის სახელი ჰქვია. ადამიანი, რომელიც ცხინვალში სხვების გადასარჩენად არაერთხელ შებრუნდა, თავად დაიღუპა.
დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქემერტში დაბადებული მერაბ მინდიაშვილი 1991წლის 18 მარტს რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს, ოსმა სეპარატისტებმა ერედვის გზაზე კუნძზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს.
საბჭოთა ხელისუფლების დროს, კერძო საკუთრებები არაერთ ოჯახს ჩამოართვეს. რადიო „მოზაიკა“ ამჯერად გთავაზობთ, საბჭოთა კავშირის დროს გორელებისთვის ჩამორთმეული პიანინოების და როალების რამდენიმე ისტორიას.
1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მასიურად დაიწყო სასულიერო პირების შევიწროვება და ეკლესია-მონასტრების ნგრევა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმია თბილისში შეიჭრა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. გასაბჭოების შემდეგ, საქართველოში არაერთი ოჯახი გახდა რეპრესიის მსხვერპლი. უმეტესობა მათთგანი სასულიერო პირი ან ვაჭარი იყო.
"მაცი ხვიტია", "აღმართ-დაღმართი", "ყაყიტას ქურდები", "სოფლის მასწავლებელი", - ეს ნაწარმოებები გორელ მწერლებს ეკუთვნით. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ გორში დაბადებული მწერლების და მათი ნამუშევრების ჩამონათვალს.
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი უფლისციხეა. რადიო "მოზაიკას" გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს უფლისციხის შესახებ.
„შენზე ოცნებას შევინახავ, როგორც დიდმარხვას“, „ბროწეულები შენს თვალებში მომწყვდეულები“, „ყრია უჯრებში სტრიქონები გაურანდავი“, „ჩვეულებრივი გოგონასგან შექმნა ფერია და არაფრისგან სიყვარული გამოიგონა“... - ეს სტიქონები თითქმის ყველა გორელმა იცის და გულში ემღერება.
თეატრალური ცხოვრების აღორძინების პარალელურად გორში ხშირად იმართებოდა საქველმოქმედო წარმოდგენებიც.