15 წლიანი შრომა კერძო ბიზნესამდე - წარმატების ისტორია

Rate this item
(0 votes)

რისკი, შრომისმოყვარეობა და ალღო, - ასეთია ჯუნა შიუკაშვილის წარმატების ფორმულა. ის გორში სილამაზის სალონების ქსელის “GOLD” დამფუძნებელი და მფლობელია.

ჯუნამ პირველი სალონი 5 წლის წინ გააკეთა. მანამდე სხვის სალონში ფართი ჰქონდა ნაქირავები და კოსმეტოლოგად მუშაობდა.

“ამ სფეროში თითქმის 15 წელი ვმუშაობდი. ყველაფერი 5 წლის წინ შეიცვალა, როცა ფართი ვიყიდე, საკუთარი სალონი მოვაწყვე და ეს ბიზნესი დავიწყე”.

მსგავსი ბიზნესი გორში არაერთ ადამიანს აქვს - სილამაზის სალონებს თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. ჯუნა ფიქრობს, რომ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში სწორედ ეს კონკურენცია ეხმარება.

30738497 10204328623612576 3555437501734715392 n

“სირთულეები თავისთავად ყველა ბიზნესს ახლავს თან. ჩემთანაც იყო ფინანსური სირთულეები. ასევე, მაღალია კონკურენცია, მაგრამ ყველაფერს შეგვიძლია, კარგი თვალით შევხედოთ. ჯანსაღი კონკურენცია ძალიან კარგია. ის უფრო გაძლიერებს და უფრო მეტ სტიმულს გაძლევს, რომ უკეთესი და უკეთესი გახდე”.

ჯუნა შიუკაშვილს ქალაქში სილამაზის ორი სალონი აქვს. მისი გუნდი მსურველებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობენ. ამბობს, რომ მომხარებელთა კეთილგანწყობა დიდწილად სწორედ მისი თანამშრომლების დამსახურებაა.

“ჩვენთან ადამიანებს ხვდებათ თბილი და კომფორტული გარემო. და რაც მთავარია, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია იმაზე, რომ თავისი საქმე სრულყოფილად შეასრულონ და კლიენტი სალონიდან კმაყოფილი გაგზავნონ. არ მეგულება ქალი, ვისაც არ მოსწონს სილამაზე და ესთეტიურობა, ჩემი სალონების ქსელი ზუსტად ამას ემსახურება, ძალიან ბევრ ქალს ვალამაზებთ.”

ჟუნა ამბობს, რომ თუ ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებს, ის პირველ და დიდ ნაბიჯს გადადგამს წარმატებისკენ. 

Read 6356 times Last modified on პარასკევი, 04 მაისი 2018 11:24

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი