ამილახვრების სასახლე - ქალაქის შუაგულში დაკარგული ისტორია

Rate this item
(0 votes)

 

იყო პერიოდი, როცა კაცები ქალებს სუფრებიდანვე იტაცედნენ და სახლში ცოლებად ისვამდნენ. ვიღაცების გონებას და ბუნებას ეს ამბავი დღემდე რომ არ ეხამუშება, ახლა ამაზე არ მოვყვები. ლაპარაკს იმ შენობაზე ვაპირებ, რომელმაც ეს პერიოდიც გამოიარა და მერე, ათობით წელი, თავშეკავებული წყვილების პაემნებს და სასმლით გამთბარი უსახლ-კარო ადამიანების ღია ცის ქვეშ გატარებულ ღამეებსაც თავზე ადგა. მოკლედ, ლაპარაკი ამილახვრების სასახლეზეა. 

გორი, სამეფოს ქუჩა - ეს ამ შენობის მისამართია. ფაქტობრივად, ქალაქის შუაგულია, თუმცა ამილახვრების სასახლე სად არისო, თუ ვინმეს ჰკითხავ, შესაძლოა, ვერც მიგასწავლონ, რადგან დღეს შენობაში სააფთიაქო ქსელისა და ბანკის ფილიალია განთავსებული.

 თუ სასახლის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში გადაწყვეტ, ვიკიპედია გამცნობს, რომ ერთსართულიანი სახლი ცოკოლზე დგას, რომ ორი შესასვლელი აქვს, რომ კოლიდორული სისტემისაა და რომ ერთმანეთისაგან იზოლირებული საცხოვრებელი ოთახები გრძელი დერეფნის ორივე მხარესაა განლაგებული დროსთან ერთად შენობის პროექტი როგორ შეიცვალა, აქ ამაზე ვერაფერს ნახავთ.

 

224242

 

ერთი შეხედვით კი აშკარაა, რომ კომპანიებმა შენობაში ოთახების განლაგება საკუთარ ინტერესებსა და საჭიროებებს მოარგეს. ამას ჩვენი თანამოქალაქეებიც ამჩნევენ, და ზოგიერთმ მათგანს მსგავსი შენობებისთვის სხვა დატვირთვის მინიჭების სურვილიც აქვს.

დღესდღეობით შენობას მხოლოდ კომერციული დატვირთვა აქვს. ხშირად მიფიქრია, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ ასეთ ისტორიულ ძეგლებში განთავსდებოდა ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა მუნიციპალიტეტი, მართვითი ორგანო. ევროპას აქვს ასეთი გამოცდილება - ქალაქის ისტორიულ ძეგლებს, ქალაქის მომსახურებისთვის იყენებენ. იგივეს გაკეთება ჩვენთანაც ძალიან კარგი იქნებოდა, სხვანაირ ხიბლს შესძენდა ქალაქს“, - გვითხრა ნიკა წიქარიძემ.
მასთან ერთად ჩვენ სასახლის ისტორიულ მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ.


ამ სასახლის მნიშვნელობა ერთი-ორად იზრდება იმის გამო, რომ მსგავსი ტიპის სასახლეები არ არის საქართველოში შემორჩენილი, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სასახლის არსებობა. თავად ამილახვრები, იყვნენ საკმაოდ გავლენიანი თავადები. მათი დაწინაურება იწყება XIVსაუკუნიდან“, - გვეუბნება ნიკა და ამილახვრები დაწინაურების შესახებ ერთ საინტერესო ისტორიასაც გვიყვება, - „ამბობენ, რომ გიორგი მერვეს იოათან ზედგინიძემ უთხრა, რომ შეთქმულებას უწყობდნენ და აპირებდნენ მის მოკვლას. იქვე მეფეს შესთავაზა, რომ სამეფო საძინებელში, მის მაგივრად თავად დაიძინებდა და თუ მისი ვარაუდი გამართლდებოდა, სთხოვდა, მისი ოჯახი არ დაევიწყებინა.  შეთქმულებს მართლაც შეეშალათ და მეფის ნაცვლად იოათამი მოკლედ. მას შემდეგ რაც მეფემ დასაჯა შეთქმულები, იოათამის ვაჟებს გორის მოურავობა და ციხეები უბოძა“.


რომ არ დავიბნეთ, გავიხსენოთ, რომ ამილახვრები XV საუკუნემდე ზედგინიძეებად იწოდებოდნენ. ამილახვრების ანუ ზედგინიძეების გვარის განშტოებები იყვნენ მესხეთშიც, იმერეთშიც და რაჭაშიც. აფხაზეთში კი ამხვარებათ იწოდებოდნენ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი საგვარეულო სასახლე შემორჩენილი მხოლოდ გორშია.

 

 

 

Read 2480 times Last modified on ორშაბათი, 08 იანვარი 2018 10:30
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი