თეიმურაზ ბაგრატიონის კავშირი გორთან

მაისი 04 2018

თეიმურაზ ბაგრატიონი (ბატონიშვილი) გიორგი მე-12-ის პირველი ცოლისგან შეძენილი შვილებისგან ყველაზე უმცროსი იყო. ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ მისი დედა, ქეთევანი სწორედ მასზე მშობიარობას გადაჰყვა. თეიმურაზი მისმა უფროსმა ძმამ, დავით ბატონიშვილმა გაზარდა. დავითი ძმაზე მამის, გიორგი მე-12-ის გარდაცვალების შემდეგაც ზრუნავდა, როცა თეიმურაზი მამულებისა და სხვა მატერიალური სახსრების გარეშე დარჩა. 

თეიმურაზ ბატონიშვილი 1798 წელს აღმოსავლეთ საქართველოში იმ ხანად, ერთ-ერთ აქტიური პოლიტიკური მოღვაწის, საამილახვროს უფროსისა და გორის მოურავის ოთარ ამილახვრის ქალიშვილზე, ელენეზე დაინიშნა. ერთ-ერთ წყაროში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად თეუმურაზს მასზე დაქორწინება არ სურდა, რადგან მანამდე ელენე ამილახვარზე მისი ძმა, დავითი იყო დანიშნული, თუმცა დავითმა მამის თხოვნა არ შეასრულა და ცოლად თავისი რჩეული, სომეხი დიდგვაროვნის ქალიშვილი შეირთო. თეიმურაზმა ძმის მსგავსად წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, ამიტომ ელენე ამილახვარი 1799 წელს ცოლად შეირთო.

როგორც ცნობილია გიორგი 12-მ თავის სიცოცხლეშივე დანიშნა დავითი მეფედ, მისი გარდაცვალების შემდეფ კი არეულობა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდა ერეკლე II-ის მრავალრიცხოვან მემკვიდრეებს შორის. დავითს მეფედ არ აღიარებდნენ, თეუმურაზი კი თავის ძმის გვერდით იდგა. დავითმა 1800 წელს თეიმურაზი ქართლში თავის მოადგილედ დანიშნა:

შენი ყავი ციხეშიპური ბევრი დაამზადეთუ ბიძები მოისურვებენ მოსვლას გორშიარ დაუშვა... მე შენ დაგნიშნე ქართლში მოადგილედმოაგროვე მებრძოლები და მოემზადეაგრეთვე თვალყური ადევნე იმასთუ რას შვრებიან შენი ბიძები...“ -  ვკითხულობთ ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში.

თუმცა დავითის „მეფობა“ და თეიმურაზის მოადგილეობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რუსეთის ჩარევამ ქვეყნის შიდა საქმეებში კვლავ შეცვალა ვითარება, რუსმა გენერალმა კარლ კნორინგმა დავითი მეფობიდან გადააყენა. ამის შემდეგ თეიმურაზი დავითის ხარჯზე სამ დასთან ერთად ცხოვრობდა.

სამწერლო მოღვაწეობა

თეიმურაზ ბატონიშვილი ფართო მეცნიერულ-ლიტერატულურ საქმიანობას ეწეოდა. მან შემოიკრიბა რუსეთში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები და თავისუფალ დროს საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებას, დამუშავებასა და გაცნობას ანდომებდა.

თეიმურაზის მიერ ნათარგმნი წიგნებიდან აღსანიშნავია:

  • გრიგოლ კონსტანტინოპოლელ პატრიარხის დაკრძალვაზე ნათქვამი სიტყვა;
  • წიგნი „ბუნებისათვის ღმერთთასა“ ციცერონისა;
  • წიგნი არის ტოტელისა „ბოროტისათვის და კეთილისა“, თარგმნილი რუსულიდან ქართულად;
  • ტაქტიკა ქარტებით“, თარგმნილი ფრანგულიდან ქართულად;
  • მხედრობის დარიგება ნაპალეონისაგან“, თარგმნილი რუსულიდან ქართულად;
  • ფრანციცულნი სჯულნისა მხედროთაგანთა“, თარგმნილი ფრანგულიდან ქართულად.

თეუმურაზ ბატონიშვილს ეკუთვნის ასევე ნაშრომები:

  • „საარიხმატიკოთა და საგეომეტრიოთა პროპორციათა, პროგრსიის კანონთა“;
  • „რუსეთის სამართებლოთა და სამსაჯულოსა ადგილებისა და სჯულთათვის რომელთამე, მოკლედ ქმნილი“;
  • პოემა „ვაშლი“, მიძღვნილი დისწულ გრიგოლ დადიანს;
  • „განმარტება პოემა „ვეფხისტყაოსნისა“, 1843 წელი;
  • „საწონთა, საწყავთა და საზომთა შესახებ, რომელნიც იხმარებიან სრულიად საქართველოსა შინა“;
  • „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“.

თეიმურაზ ბატონიშვილი 1846 წელს 46 წლის ასაკში პეტერბურგში გარდაიცვალა. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, სხვა ბატონიშვილებთან ერთად.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი