გორელი პარამოცეკვავის წარმატების ისტორია

Rate this item
(0 votes)

გორში მცხოვრები ვიქტორ ქარქიშვილი რამდენიმე თვის წინ ფესტივალ "ოქროს ფრინველის" გამარჯვებული გახდა. უკრაინაში ჩატარებულ კონკურსში, პარაცეკვის კატეგორიაში, ვიქტორმა 1 ადგილი დაიკავა. 

ვიქტორ ქარქიშვილმა ცეკვა 2012 წელს დაიწყო. თავიდან ფიქრობდა, რომ ეს რიგითი თავშესაქცევი იყო, თუმცა ნელ-ნელა ამ გატაცებამ მისი ცხოვრება შეცვალა.

“ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. ცეკვა დავიწყე უფრო ინტერესის გამო, ეს ინტერესი მერე უკვე ჰობში გადამივიდა, ჰობიდან უფრო პროფესიისკენ წავიდა და ეხლა უკვე ისე ვარ, რომ თავს ვერ ვანებებ”.

ვიქტორი იხსენებს, რომ საკუთარი შესაძლებლობები პირველად კეთილდღეობისა და განვითარების ცენტში მოსინჯა.

“ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეტლით ცეკვა და რომ ვცადე პირველად, არც დავინტერესებულვარ. მეორედ, მესამედ თავად გამიჩნდა ინტერესი. ახლა უკვე თავად ვცდილობ ასპარეზზე გამოვიდე ამ მიმართულებით.”

32457085 1708142612599155 4274372236325945344 n

ვიქტორისთვის მთავარი სირთულე იყო და არის გადაადგილება, თუმცა როგორც ამბობს, ცეკვის სურვილი ამ სირთულესაც აძლევინებს.

“მიუხედავად იმისა , რომ სავარჯიშო დარბაზი მესამე სართულზეა და ჩემთვის წესით მიუხწეველია, საქმის სიყვარულიდან გამომდინარე არ ვნებდები და კვირაში რამოდენიმე დღე მიწევს ვარჯიში. ჩემს გადაადგილეაში მეგობრებს აქვთ დიდი როლი, სახლიდან გამოსვლა, რეპეტიციებზე მისვლა, ქალაქში გადაადგილება.”

რაც შეეხება მისი წარმატების ფორმულას, ვიქტორი გვპასუხობს: 


“ჩემი ოქროს წესია, ყოველი დილის პოზიტივით დაწყება და რწმენა იმისა , რომ მე ამას შევძლებ. ოქროს წესად საზოგადოებამაც მინდა გაიხადოს: შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და უფრო მეტი ჰუმანურობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ. ვიყოთ თანასწორები და ვფიქრობ საზოგადოება უფრო მეტს მიაღწევს ვიდრე დღეს არის და სჩანს. ყველა შშმ პირს ,ყველა ჩემს მეგობარს მოვუწოდებ , უფრო მეტად გავაქტიურდეთ საზოგადოებაში მოვახდინოთ ჩვენი ინტეგრაცია და მეტად გავხდეთ საზოგადოების ნაწილი.”

Read 1764 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი