ვის სახელს ატარებს კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი - მოკლედ გორელი გეოგრაფის შესახებ

Rate this item
(0 votes)

ქართველი გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ჯავახიშვილი 1875 წლის 17 აგვისტოს გორში დაიბადა.

დაწყებითი განათლება თბილისის სათავადაზნაურო ვაჟთა სასწავლებელში მიიღო, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1887 წელს, სწავლა თბილისის სათავადაზნაურო ვაჟთა სასწავლებელში განაგრძო. სწავლა წარჩინებით დაასრულა და მოსკოვის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის უფლება მოიპოვა. ამ უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და აქვე დატოვეს სამეცნიერო მოღვაწეობისთვის მოსამზადებლად.

ალექსანდრე ჯავახიშვილმა საქართველოში გეოგრაფიულ მეცნიერებასა და განათლების საქმეს ჩაუყარა საფუძველი. იყო საქართველოში უმაღლესი გეოგრაფიული განათლების ორგანიზატორი.

ალექსანდრე ჯავახიშვილის ბიოგრაფია უამრავი მიღწევითაა დახუნძლული. მისი რეგალიების ჩამონათვალი ასეთია:

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944წ)
სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940 წწ)
პროფესორი (1920 წ)
საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე(1941 წ)
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი. (1940-1970)
საქართველოს ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის დირექტორი (1918-1922 წწ)
საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი (1926-1932 წწ)
თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. (1933-1938 წწ)
ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1945-1962 წწ)


სწორედ, მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული, გეოგრაფიის და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტები. მისი დაარსებულია ასევე საქართველოს სსრკ გეოგრაფიის საზოგადოებაც.

ალექსანდრე ჯავახიშვილი სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს მოსკოვის უნივერსიტეტებში. ლექსციებს კითხულობდა ასევე საქართველოს სასწავლებლებში, მათ შორის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტშიც. 

ალექსანდრე ჯავახიშვილ დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში გაბრიელ ღამბარაშვილთან, ივანე ჯავახიშვილთან, იოსებ ყიფშიძესთან, პეტრე მელიქიშვილთან, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად — იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

ალექსანდრე ჯავახიშვილი 98 წლის ასაკში, 1973 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მის სახელს ატარებს კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი, ასევე მისი სახელობისაა თბილისში ერთ-ერთი ქუჩა. გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ძევერაში კი მისი სახლ-მუზეუმია.

Read 580 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი