1832 წლის შეთქმულებაში მონაწილე გორელი ჟურნალისტი

Rate this item
(0 votes)

ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი იოსებ მამაცაშვილი 1810 წელს ქარელის მინიციპალიტეტ სოფელ რუისში დაიბადა.

მამაცაშვილმა გორის სამაზრო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. იგი აქტიური სამოქალაქო მოღვაწეობით გამოირჩეოდა. მუშაობდა გორის ოლქის უფროსის კანცელარიაში, 1829 წლიდან თბილისში, უზენაესი მმართველობის კანცელარიაში თარჯიმნად დაინიშნა.

იოსებ მამაცაშვილი მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, რის გამოც ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი ქალაქ ვიატკაში გადაასახლეს. 1836 წლიდან საცხოვრებლად გორში დამკვიდრდა. საგლეხო რეფორმის გატარების პერიოდში აქტიურად იცავდა ყმა გლეხების ინტერესებს, რის გამოც მეორედ გადაასახლეს.

სოფლის მეურნეობის საკითხზე ხშირად ბეჭდავდა სტატიებს „ცისკარში“ და „გუთნის დედაში“,  წერდა ასევე ლექსებსა და სხვადასხვა თარგმანებს. გორში მისი სახლი მაშინდელი საზოგადო მოღვაწეების საყვარელი თავშეყრის ადგილი იყო. სწორედ იქ იმართებოდა ლიტერატურული საღამოები. მასთან იკრიბებოდნენ ცნობილი მწერლები და მოღვაწეები: გოგებაშვილი,  ბაქრაძე, ფურცელაძე, მამაცაშვილი, თულაშვილი და სხვა. სწორედ აქ დაიბადა პირველად „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების აზრი. მამაცაშვილი მონაწილეობდა ასევე გორის დრამატული წრის მუშაობაში.

იოსებ მამაცაშვილი 1874 წლის 6 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ რუისში.

Read 516 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი