ოცნებიდან საკუთარ სილამაზის სალონამდე - წარმატების ისტორია

Rate this item
(0 votes)

მარიამ ბიბილაშვილმა ბავშვობის ოცნება 2003 წელს აისრულა და გორში „VIP სალონი“ გახსნა. თავდაპირველად სილამაზის სალონში 5 ადამიანი მუშაობდა. გახსნიდან 15 წლის შემდეგ, სალონში 15 ადამიანია დასაქმებული.

„იდეა უფრო ადრე დაიბადა , მაგრამ ვიპ სალონი დაარსდა 2003 წელს, ეს არის ჩემი სფერო და თავს ვგრძნობ კარგად, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომელიც ავიხდინე.“

მარიამმა განათლება მოსკოვში მიიღო. იქ ისწავლა სამედიცინო აკადემიაში და იქვე დაამთავრა სალონის მართვისა და მენეჯმენტის სკოლა. ყოველთვის იცოდა, რომ ამ ბიზნესის განვითარებას საქართველოში ცდიდა.

„თავიდან ყველა საქმეს აქვს თავისებური სირთულეები, მთავარია, არ შეუშინდე მათ და გჯეროდეს წარმატების. პატარ-პატარა გამოწვევები სულ იყო, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოცდილებაში გადადიოდა და უფრო მაძლიერებდა.“

mariami saloni VIP

მარიამი ფიქრობს, რომ ქალაქში მისი სალონის პოპულარობას ხარისხი განაპირობებს. 

„ძალიამ მიხარია , რომ გვაფასებენ ჩვენი კლიენტები. ხვდებიან ჩვენი მომსახურეობის ხარისხს. იციან ჩვენი ცოდნის დონე. უამრავი ჯილდო მაქვს მიღებული ჩემს სფეროში, უამრავი სერთიფიკატი, კურსი, კვალიფიკაცია და ამით ვამაყობ მეც და ჩემი კლიენტებიც აღიარებენ ამას.“

რაც შეეხება წარმატებას, მარიამი ფიქრობს, რომ ამისთვის საკმარისია „იცოდე ის, რაც სხვამ ჯერ არ იცის“





Read 7745 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი