გორის თეატრი - ცოტა რამ შენობის შესახებ

გაიხსენე ისტორია Written by  ორშაბათი, 08 იანვარი 2018 10:19 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

-           სად შევიკრიბოთ?

-           თეატრის ეზოში

მსგავსი დიალოგი ალბათ არც ერთ ჩვენგანს ეუცხოება, რადგან გორის თეატრთან მეგობრების, ახლობლების ნახვა ამ ქალაქში ჩვეულებრივი ამბავია. ამბობენ, რომ ბოლო წლებში, ადამიანები დროის გასაყვანად და თავის შესაქცევად არა მარტო თეატრის ეზოს, არამედ თავად თეატრსაც ხშირად სტუმრობენ. თუმცა, ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებთ. რამდენიმე სიტყვის თქმა უშუალოდ გორის თეატრის შენობაზე გვინდა.

 

თუმცა გვერდს ვერც გორში თეატრის დაარსებისა და განვითარების ამბავს ავუვლით, - ქალაქში სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი 1845 წელს დაარსდა. პირველი სცენის მოყვარეთა წარმოდგენა კი XIX საუკუნის  40-იან წლებში გაიმართა. მოდით ვთქვათ, რომ ეს თეატრის ჩამოყალიბების პირველი ცდები იყო. ალბათ ისიც ვიცით, რომ 1845 წელს დაიდგა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედიაგამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა'' და 1848 წელს - გიორგი ერისთავის "გაყრა". ნუ მერე და მერე, ყველაფერი წინ მიდის - 1874 წელსი ქმნებასცენის მოყვარეთა წრე“; 1875 წელს იდგმებაკომედიებიუჩინმაჩინის ქუდიდაძალად ექიმი“; 1876 წელსსცენის მოყავრულთა წრეიშლება და იქმნებასცენის მოყვარულთა საზოგადოება“. მოგვიანებით კი, 1890-იან წლებში, გორში ყოველწლიურად 3-4 სპექტაკლი იმართება.

მოკლედ, ამამბებს იმიტომ გახსენებთ, რომ მთავარი გითხრათ - 1934 წლიდან გორის აღმასკომი შეუდგა სათეატრო შენობის აგებას, რადგან არსებული შენობა ქალაქის მოთხოვნილებებს აღარ აკმაყოფილებდა. ანუ შენობა, რომელიც დღეს ქალაქის ცენტრში დგას, სწორედ მაგ პერიოდისაა

როგორც ვიცით, 1939 წლის და სასრულს გორში უკვე მთავრდება ახალი 500 ადგილიანი შენობის მშენებლობა. შენობის პროექტი შალვა თავაძეს ეკუთვნის. თეატრის ახალი შენობა 1939 წლის 21 დეკემბერს იხსნება, ხოლო პირველი წარმოდგენა ახალ სცენაზე 1940 წლის 30 იანვარს იდგმება და ეს არის  იოსებ გედევანიშვილის დრამაგადასასვლელზე.“

დღეს გორის თეატრში სამი სივრცე მუშაობს: დიდი სცენა 400 ადგილით, მეორე სცენა 200-ით და ექსპერიმენტული სცენა 80-ით.

შენობის ისტორიასთან არაფერკავშირშია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ გორის თეატრმა დაარსებიდან დღემდე 13 სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიცვალა. ამჟამად, ამ თანამდებობას დავით ჩხარტიშვილი იკავებს.

და ბოლოს, რა ხდება გორის თეატრში დღეს, ამას ყველაზე უკეთ ასეთი რამდენიმეწამიანი დიალოგები აღწერს:

-         შაბათ-კვირას რას აკეთებ?

-         რავი, თეატრში პრემიერაა და წასვლაზე ვფიქრობ. 

Read 1426 times Last modified on ორშაბათი, 08 იანვარი 2018 10:35
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი