კალიგრამისტი გორიდან - ალექსანდრე მამუკაშვილის მსოფლიო ასპარეზი

Rate this item
(0 votes)

„საკუთარი თავით მხოლოდ მაშინ ვარ კმაყოფილი, როცა რაიმე ახალს ვაკეთებ და ჯერ კიდევ გაუვლელ თოვლზე ვდგამ ფეხს“ 

ქართველი კალიგრამისტის ალექსანდრე მამუკაშვილის ნამუშევრები ევროპის არაერთ ქვეყანაში კერძო კოლექციებში ინახება. 24 წლის თვინასწავლმა ხელოვანმა ბავშვობა გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალხიზაში გაატარა. ბოლო 6 წელია, ალექსანდრე თბილისში ცხოვრობს და სწავლობს. ამბობს, რომ ამ საქმით ბავშვობიდან დაინტერესდა და პირველი ნამუშევარი საკუთარი სახლის კედელზე შეასრულა.

„ყველაზე ძველი „ნამუშევარი", რაც მახსენდება გავაკეთე ოთახის კედელზე დედაჩემის პომადით. 2-3 წლის ვიქნებოდი. გაურკვეველი სიმბოლოები დავხატე, ციფრების მსგავსი და კომპოზიციურად წრე შევკარი. სხვათა შორის არ წაუშლიათ და დღესაც არსებობს.“ 

ალექსანდრეს თქმით, საყვარელ საქმეში მოტივაციასა და მეტად განვითარების სურვილს ადამიანების მხარდაჭერა და ის წარმატებები უმძაფრებს, რომელსაც უკვე მიაღწია.

ქართველი კალიგრამისტი გორიდან - ალექსანდრე მამუკაშვილის მსოფლიო ასპარეზი 5

„ამის კეთება სულ მინდოდა, თუმცა სხვადასხვა მოვლენებმა, ადამიანებმა, კონკურსებმა მოტივაცია შემმატა. საკუთარი თავით მხოლოდ მაშინ ვარ კმაყოფილი, როცა რამე ახალს ვაკეთებ და ჯერ კიდევ გაუვლელ თოვლზე ვდგამ ფეხს. დატკეპნილი გზაზე სიარული არც ისე საინტერესოა. სიახლე ყოველთვის კარგია და ამას დამთვალიერებელი მუდამ გრძნობს, რაც მახარებს და მახალისებს.”


მისი შთაგონების წყარო საკუთარი თავია, ამბობს რომ მუშაობის დროს საყვარელ მუსიკალურ ჯგუფს უსმენს და ნამუშევრის შექმნის პროცესი უფრო ინტიმური ხდება.

„რაც უფრო ღრმად იხედები საკუთარ თავში, მით უფრო უნივერსალურია შენი ხედვა, თვალსაწიერი. თუმცა, იმისთვის, რომ მუშაობა უფრო ნაყოფიერი გახდეს, ძალიან მეხმარება მუსიკის ჟანრი „დარქ ემბიენთი."

ქართველი კალიგრამისტი გორიდან - ალექსანდრე მამუკაშვილის მსოფლიო ასპარეზი 7

საქართველოში ერთი პერსონალური და ორი ჯგუფური გამოფენა ჰქონდა. უახლოეს მომავალში გამოფენის გაკეთებას არ გეგმავს, თუმცა თუ გადაწყვეტს, აპირებს, რომ გამოფენა დიჯიტალურ/ვექტორულ არტს დაუთმობს, რაც მის შემოქმედებაში ამჟამად სიახლეა. მისი თქმით, კერძო შეკვეთებს ძირითად ახლობლებისგან იღებს.

„რაც შეეხება კერძო შეკვეთებს, ძრითადად უფასო „დამკვეთები" ჭარბობენ, როგორც ყოველთვის, მაგრამ ასე არ ხდება, ხატვა/შემოქმედება არ არის გართობა და აუცილებელია, რომ ყველას შრომას ვცეთ პატივი.“

გორში გამოფენის გაკეთებაზე არ უფიქრია. მიაჩნია, რომ ამ ქალაქში მისი შემოქმედება ჯერჯერობით დაუფასებელია და ამჯობინებს იმ გარემოში იყოს, სადაც მისი ნამუშევრებით ხშირად ინტერესდებიან.

ქართველი კალიგრამისტი გორიდან - ალექსანდრე მამუკაშვილის მსოფლიო ასპარეზი 3

ალექსანდრე მამუკაშვილის შექმნილი კომპოზიციები მსოფლიოს ისეთი ქვეყნების კერძო კოლექციებში ინახება, როგორიცაა აშშ, კანადა, ჩილე, ბრაზილია, ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, გერმანია, საფრანგეთი, ვატიკანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და სხვა.

ქართველი კალიგრამისტი ამჟამად კომპიუტერულ პროგრამაში ვექტორულ ხატვას ეუფლება და მუშაობას მომავალში ამ მიმართულებით აპირებს.

ქართველი კალიგრამისტი გორიდან - ალექსანდრე მამუკაშვილის მსოფლიო ასპარეზი 2

Read 5713 times Last modified on ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018 13:09

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი