გორელი მსახიობი ქალი, რომელსაც პირველი როლი აკაკი წერეთელმა მისცა

Rate this item
(0 votes)

ქართველი პოლიტიკოსისა და რევოლუციონერის შიო დავითაშვილის ქალიშვილი ნინო დავითაშვილი 1882 წლის 17 ნოემბერს გორში დაიბადა.

შიო დავითაშვილის სახელს უკავშირდება გორში ხალხოსნური წრის „საიდუმლო კომიტეტის“ დაარსება. მამისგან განსხვავებით, შვილის ცხოვრება პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდება. ნინო დავითაშვილმა ქართულ თეატრში თავისი როლებით მნიშნვნელოვანი წვლილი შეიტანა. ის იყო მსახიობი და სახალხო არტისტი, რომელმაც პირველი ნაბიჯები ავჭალის აუდიტორიაში გადადგა. შემდეგ ქუთაისის თეატრში მოღვაწეობდა, იყო თბილისის ქართული დრამატული დასის წევრიც, 1921 წლიდან კი სამი ათეული წლის მანძილზე შოთა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

ნინო დავითაშვილს შესრულებული აქვს არაერთი დასამახსოვრებელი როლი, მისი პირველი როლი იმხანად ქართულ პროფესიულ დასის ხელმძვანელმა აკაკი წერეთელმა მისცა, „ტურფა კახში“. შემდეგ იყო სონია („ძია ვანო“), გაიანე („ღალატი“), ოფელია („ჰამლეტი“), დედოფალი („რუი ბლაზი“), ქეთევანი („სამშობლო“), ივდითი („ურიელ აკოსტა“), ამალია („ყაჩაღები“), ირინე („ირინეს ბდნიერება“), ზაალის დედა („არსენა“), პრასკოვია („კიკვიძე“), ეფემია („ნიკოლოზ ბარათაშვილი“), ზიენაბი („ღალატი“) და სხვა. ნინო განსაკუთრებული სცენური გარეგნობით და უნაკლო მეტყველებით გამოირჩეოდა.

მსახიობი დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა დასაპატიო ნიშნისორდენებით.

ნინო დავითაშვილი 1958 წელს თბილისში გარდაიცვალა, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.  

Read 819 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი