იოსებ დავითაშვილი - ატენელი პოეტის ხანმოკლე ცხოვრება და შემოქმედება

Rate this item
(0 votes)

პოეტი იოსებ დავითაშვილი ატენის ხეობაში, სოფელ გარდატენში 1850 წლის 1 ივლისს დაიბადა. მიუხედავად ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობისა, მას რამდენიმე ათეული ლექსი ეკუთვნის.

მისი ლექსები ძირითადად მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკის ზეგავლენას განიცდის. 

დავითაშვილი ყმა გლეხის ოჯახში იზრდებოდა. მშობლები პატარა ასაკში გარდაეცვალა და ბავშვობის გატარებამ უკიდურეს სიღატაკეში მოუწია. თვითგანათლებული პოეტმა, წამოიზარდა თუ არა, დურგლობა შეისწავლა და თბილისსში დასახლდა. მუშაობდა ერთ-ერთ სადურგლო ქარხანაში, მოგვიანებით კი კერძო შეკვეთებსაც ასრულებდა. ხშირად უწევდა სამსახურის საშოვნელად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ბოლოს საცხოვრებლად თელავში გადავიდა. პარალელურად აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.


მისი პირველი ლექსების კრებული “სტვირი“ 1880 წელს გამოქვეყნდა. იოსებ დავითაშვილის შემოქმედება გულწრფელობითა და უშუალობით გამოირჩეოდა, რაც მის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს.


იოსებ დავითაშვილს ეკუთვნის ლექსი “ჯეჯილი“, რომელიც ერთ დროს სკოლის სახელმძღვანელოებში ხშირად გხვდებოდა:


“იზარდე, მწვანე ჯეჯილო,
დაპურდი, გახდი ყანაო:
იკურთხოს იმის მარჯვენა,
ვინც გთესა, მოგიყვანაო!"


მისი ლექსებიდან რამდენიმე სიმღერად იქცა. მაგალითად, “სამშობლო“, “მუშის სიმღერა“, “ბედის წყარო“ და სხვა.

მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

იოსებ დავითაშვილი 1887 წლის 13 მარტს 37 წლის ასაკში გარდაიცვლა. დაკრძალულია თელავის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.

Read 462 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი