"სარაკეტო ტექნიკის გენიოსის" ქუჩა გორში - ცოტა რამ ალექსანდრე ნადირაძის შესახებ

გაიხსენე ისტორია Written by  ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 11:26 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელების  უმეტესობისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რატომ ჰქვია ამა თუ იმ ქუჩას კონკრეტული ადამიანის სახელი, რა დამსახურება აქვთ მათ ჩვენი ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის წინაშე. 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ერთ-ერთი ქუჩა ალექსანდრე ნადირაძის სახელს ატარებს, თუმცა ალბათ ბევრმა ჩვენგანმა ბევრი არაფერი იცის მის შესახებ.

topoli

ალექსანდრე ნადირაძე 1914 წელს გორში დაიბადა. მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ იგი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო. ნადირაძის კვლევის ძირითად მიმართულებას საფრენი აპარატების მექანიკა წარმოადგენდა. 

მის სახელს უკავშირდება უმძლავრესი ბალისტიკური რაკეტების, ტემპი”, “ტოპოლი”, “პიონერი”, “სკოროსტიდა სხვა რაკეტების შექმნა, რომლებზეც საბჭოთა კავშირის ხელისუფლების დავალებით მუშაობდა.

რუსმა კოლეგებმა ის „სარაკეტო ტექნიკის გენიოსად“ აღიარეს.

 

 

 

უფრო ვრცლად: 

ნადირაძემ 1940 წელს მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი დაამთავრა. 1932 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში საქართველოს საბჭოს ავიასამოდელო ლაბორატორიაში, სადაც დაფიქსირდა მისი პირველი გამოგონება საფრენოსნო აპარატების დარგში. 1938 წლიდან სწავლის პარალელურად, ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში მუშაობდა - ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი ჯგუფის ხელმძღვანელად. სამეცნიერო კვლევის საგანი თვითმფრინავის საჰაერო ბალიშის პრინციპზე დაფუძნებული ამფრენ–დამჯდომი მოწყობილობა იყო. მის მიერ დამუშავებულია საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. მას ეკუთვნის მსოფლიოში პირველი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა "МР-1". 1958 წელს, საბჭოთა რაკეტმშენებლობის ფუძემდებლის რეკომენდაციით, ქართველი კონსტრუქტორი პირველ საკონსტრუქტორო ბიუროში გადაიყვანეს და პირველი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად დანიშნეს. ინსტიტუტის უცვლელი ხელმძღვანელი იყო 26 წლის განმავლობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა "Темп", "Пионер", "Тополь"-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები. მისი ხელმძღვანელობითაა შექმნილი აგრეთვე რაკეტები მყარ საწვავზე სისტემებისათვის: "ვოსხოდი", "სოიუზი", "კოსმოსი", "სოიუზ–აპოლონი", "პროგრესი".

 რაც შეეხება ჯილდოებს, პრემიებსა და პრიზებს:

1982 წ. - ლენინის ორდენი
1982 წ. - სოციალისტური შრომის გმირი
1978 წ. - ლენინის ორდენი
1976 წ. - სოციალისტური შრომის გმირი
1976 წ. - ლენინის ორდენი
1968 წ. - ლენინის ორდენი

ალექსანდრე ნადირაძე 1987 წელს,  73 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.

 

 

 

Read 3420 times Last modified on ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 12:12
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი