ანას და ირინას ხელნაკეთი ნივთები

იდეების მოზაიკა Written by  ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 12:44 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„ხელნაკეთი ნივთები“ - თუ რომელიმე თქვენგანი ფეისბუქის საძიებო სისტემაში ამ ორ სიტყვას ჩაწერს, მარტივად მიაგნებს იმ ფერად-ფერად ნივთებს, რომლებსაც ორი მეგობარი ქმნის.

 

ირინა მოსახლიშვილი და ანა დათაშვილი გორში ცხოვრობენ. პროფესიით ორივე მასწავლებელია და საკუთარ პროფესიულ საქმიანობას, უკვე რამდენიმე თვეა, ხელსაქმესაც უთავსებს.

 

„ყველაფერი მარტივად დაიწყო. ვაკეთებდით პატარ-პატარა ნივთებს და ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ ისინი სხვებისთვის გვეჩვენებინა. ამ მიზნით გავაკეთეთ ფეისბუქის პროფილი და ჩვენი ნამუშევრების ფოტოები ავტვირტეთ“, - გვიხსნიან გოგონები.

26754624 1675349629168809 722972039 n

 

თმის სამაგრები, ბროშები, სათამაშოები, სუვენირები -  ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რაებსაც ანა და ირინა ამზადებენ.

„საახალწლოდ ნაძვრის ხის სათამაშოები გავაკეთეთ. საბედნიეროდ, ადამიანებს მოეწონათ და ბევრი მათგანი გავყიდეთ კიდევ“, - გვითხრა ანამ.

26754110 1675349469168825 941930381 n

 

გოგონები ამბობენ, რომ მათი ნამუშევრების ყიდვა ხელმისაწვდომი თითქმის ყველა ადამიანისთვის არის, რადგან ყოველთვის ცდილობენ, ფასი მინიმალური იყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ხელით ვაკეთებთ და ბევრი შრომაც გვიწევს, ფასს მაინც მინიმალურს ვადებთ“.

გოგონები ნივთების გაკეთების გარდა, ქარგავენ კიდეც. ამ ეტაპზე 9 ნამუშევარი აქვთ, თუმცა გაყიდული - არც ერთი.

26803164 1675349759168796 1104314903 n

 

-       -   რატომ არ ყიდით?

-       -  ჯვარედინი ქარგვა მარტივი პროცესი არ არის. თვეები მიაქვს ერთი ნამუშევრის დასრულებას. ეს შრომა თავისთავად ფასზეც მოქმედებს. შესაბამისად, გაყიდვა ძალიან რთულია. ამიტომ გვირჩევნია, ვინმეს ვაჩუქოთ, ვიდრე შეუსაბამო ფასად გავყიდოთ.

ანას და ირინეს სურვილია, რომ ერთ დღეს გორში ხელნაკეთი ნივთების მაღაზია გახსნან და საკუთარი ნამუშევრები ამ ფორმით გაყიდონ. იქამდე კი, ფოტო-გამოფენის მოწყობას გეგმავენ. ფიქრობენ, რომ ასეთი ღონისძიები პროდუქციის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალებაა. 

Read 3539 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი