ბოლო ტროლეიბუსი გორში

გაიხსენე ისტორია Written by  პარასკევი, 12 იანვარი 2018 08:26 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტროლეიბუსის სისტემა გორში 2010 წელს გაუქმდა. სისტემის მოკლე ისტორია კი ასეთია: 

პირველმა ტროლეიბუსმა გორში პირველად 1972 წლის 30 აპრილს გაიარა. ამავე წელს გაიხსნა მეორე ხაზიც. 1970-იან წლებში გორის ტროლეიბუსის ქსელი სწრაფად იზრდებოდა. 7 წელში, ქალაქში იყო 3 ტროლეიბუსის ხაზი იყო. მეოთხე კი ექსპლუატაციაში 1981 წელს შევიდა. 

გორში პირველი ტროლეიბუსები ჩეხოსლოვაკიური წარმოების იყო, რომლებიც ქალაქმა 1972 წელს მიიღო. ეს ტროლეიბუსები იყო ორ და სამკარიანი.  1990 წელს მოძრავი შემადგენლობა შეივსო 2 ტროლეიბუსით ЗиУ-9.  ტროლეიბუსის დეპო მდებარეობდა ცხინვალის გზატკეცილზე. არსებული ხაზები გორის ცენტრს აკავშირებდა გარეუბნებთან და უახლოეს სოფლებთან.

№ 1: პურის ქარხანა — მიკრორაიონი კვერნაქი — სოფელი ორთაშენი
№ 2: რკინიგზის სადგური — სოფელი ტინისხიდი
№ 3: დავით აღმაშენებლის მოედანი — მიკრორაიონი კომბინატი
№ 4: რკინიგზის სადგური — დავით აღმაშენებლის მოედანი

goris troleibusi

სსრკ-ს დაშლასთან ერთად გორის ტროლეიბუსი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. ჩეხოსლოვაკიურმა Škoda 9Tr-ებმა უკვე ამოწურეს თავისი რესურსი, ახალი ტროლეიბუსების ყიდვისთვის საჭირო სახსრები კი ტროლეიბუსების პარკს არ გააჩნდა. ამიტომ 1990-იან წლებში მოხდა მოძრავი შემადგენლობის მასიურად ჩამოწერა — ტროლეიბუსები დაშალეს, რათა მათი ნაწილები გამოეყენებინათ შედარებით ახალი ტროლეიბუსების შესაკეთებლად. გაუქმდა მარშრუტები № 1 და № 3. 2006 წელს თბილისის ტროლეიბუსის გაუქმების შემდეგ, თბილისიდან გორში ჩაიტანეს ათენისგან ნაყიდი ტროლეიბუსები ЗиУ-9. 2006 წლისთვის სულ ორ მარშრუტზე მუშაობდა 12 ტროლეიბუსი. 

გპროოო

 

2008 წლის ომის დროს რუსული ავია დაბომბვების გამო დაზიანდა მარშრუტი № 4, რომელიც ომის შემდეგ აღარ აღდგა. 2008-2010 წლებში ქალაქში მოქმედებდა ერთადერთი მარშრუტი № 2 რკინიგზის სადგურიდან სოფელ ტინისხიდამდე. 2009 წელს ტროლეიბუსების პარკი შეივსო რუსთავიდან ჩამოტანილი ტროლეიბუსებით, სადაც ტროლეიბუსი გაუქმდა. გორის ტროლეიბუსი თავისი არსებობის ბოლო წელს მუშაობდა 9-დან 16:30 საათამდე და მგზავრობის ღირებულება 10 თეთრი იყო. 2010 წლის 29 მარტს გორში ტროლეიბუსების მოძრაობა შეწყდა, ხოლო ამავე წლის აპრილში მიღებულ იქნა ტროლეიბუსის გაუქმების გადაწყვეტილება.

 

ტრრ

 

Read 2806 times Last modified on პარასკევი, 12 იანვარი 2018 09:07
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი