"მანდილოსანი" - ერთ-ერთი პირველი ქალთა სოციალური ორგანიზაცია საქართველოში

Rate this item
(0 votes)

„მანდილოსანი“ - ასე ერქვა გორის ქალთა საზოგადოებას, რომელიც 1913 წელს ჩამოყალიბდა. ამ საზოგადოების დამაარსებელთა რიგებში იყვნენ ანა ამილახვარი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ოლღა გოგლაჩიძე, თინათინ ჯავროვი, ანა მაისურაძე, მარიამ ელიოზაშვილი, ქეთევან ჯავახიშვილი, ანასტასია კაპანაძე და სხვები. მათი მიზანი გორში მცხოვრები გაჭირვებული ქალების დახმარება იყო.

 

kolaji

 

„მანდილოსანს“ ჩამოყალიბებული ჰქონდა წესდება, რომელიც საზოგადეობის კეთილშობილურ მიზნებს ააშკარავებს. ისინი ცდილობდნენ, დახმარებოდნენ გაჭირვებულ ქალებს ზნეობრივადაც და ქონებრივადაც, მოეწყოთ საგანმანათლებლო ხასიათის დაწესებულებები - სკოლები, საბავშვო ბაღები, რეფერატები, საზოგადოებრივი კითხვები, გაეხსნა სახელოსნოები და ა.შ. 

„მანდილოსანის“ წესდებაში ასევე ეწერა: „მანდილოსანი მოქმედებას იწყებს ჯერ ქალაქ გორში და შემდეგ სათანადო ნებართვის აღებით შეუძლია განყოფილებანი გახსნას გორის მაზრაში, სადაც საჭირო აღმოჩნდება.“ 

„მანდილოსანმა“ მოახერხა და გახსნა უფასო სკოლა, - ამის შესახებ იმ დროის ქართველი ფემინისტი ნინო ტყეშელაშვილი თავის მოგონებებში წერს: 

„მათ გახსნეს უფასო შკოლა, სადაც უფასოთ ასწავლიდნენ და ამავე დროს უფასოთ აძლევდნენ სასწავლო ნივთებს და ტანისამოსსაც. ამ სკოლაში სამოცზე მეტი ბავშვი იყო. ამ სკოლის გარდა გახსნეს საკვირაო შკოლა, სადაც უფასოთ სწავლობდენ წერა-კითხვას, თან აქ ღარიბების თავშესაფარი იყო. თუ რომელიმე მოწაფე რამეს აკეთებდა ამ დაწესებულებისთვის, მას თვიური ჯამაგირი ეძლეოდა. ამ დაწესებულების ხარჯის დასაფრად გახსნეს საჩაიე და სასადილო და პატარა კოხტა კოოპერატიული მაღაზია. საზოგადოების მაღალმა მიზანმა ხალხი მიიზიდა - საჩაიე, სასადილო და კოოპერატივი სულ სავსე იყო მუშტრებით.“

საზოგადოება "მანდილოსნის" საჩაიე გორში სამეფოს ქუჩაზე მდებარეობდა. სამეფოს ქუჩა დღესაც იგივე სახელწოდებით არსებობს. მანამდე იგი ლენინის, ხოლო მოგვიანებით ერთობის ქუჩის სახელით იყო ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში „მანდილოსანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ქალთა სოციალური ორგანიზაცია, მას ორი ფილიალი ჰქონდა სურამსა და მეჯვრისხევში.

საზოგადოებამ საქართველოს გასაბჭოებამდე, 1921 წლამდე იარსება. თუმცა მოგვაინებით, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 3 წელში, 1994 წელს ის ლია ოქროპირიძემ აღადგინა. ორგანიზაციას დღემდე ის ხელმძღვანელობს. 

 

Read 2836 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი