ბაღის მასწავლებლობიდან საკუთარ საკონდიტრომდე - ეთო ზაქარაშვილის შექმნილი ხელოვნების ნიმუშების საიდუმლო

წერილები Written by  კვირა, 05 აგვისტო 2018 10:03 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ეთო ზაქარაშვილი  

კულინარიასთან არასდროს არ მქონია შეხება. პროფესიით ფილოლოგი ვარ და საბავშვო ბაღში ვმუშაობდი.

მაშინდელი დრო ვისაც ახსოვს, იცის, რომ 60 ლარი იყო ხელფასი. ჩემი მეგობარი იმ პერიოდში “დაფნეშიკონდიტრად მუშაობდა. ფეხმძიმედ იყო და მთხოვა, რომ გავყოლოდი სამსახურში და მისი ხელობა მესწავლა. ეს ყველაფერი 15 წლის წინ იყო. მოკლედ, საკონდიტრო საქმიანობა მეგობრის თხოვნით დავიწყე, მალევე დეკრეტში გავიდა და მის შემცვლელად დავრჩი. მაშინ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ საკუთარი საკონდიტრო მექნებოდა.

უზარმაზარი შრომა ჩავდე კონდიტერისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში. მაშინ, ბევრი შეცდომებიც მქონდა, თუმცა, გამოცდილება თავისით არ მოდის. ღამეებს ვათენებდი ვიდეოების ყურებაში, რაც ვიცი, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით მაქვს ნასწავლი. ყველაზე მეტად  ის მსიამოვნებს, რომ საბავშვო ბაღშიც ბავშვებისთვის ვმუშაობდი და ახლაც. თითოეულ დეტალს პასუხისმგებლობით ვეკიდები, რომ მათი სასურველი გმირები, ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც უნდათ. რა არის საიუბილეო ტორტი? - ის რისთვისაც დაბადების დღეს ბავშვი მთელი წელი ელოდება. ამიტომ, შეკვეთა ისე უნდა გამზადდეს, რომ პატარების გახარება შევძლოთ.

ეთო 1

არ დამავიწყდება ტორტი, რომელიც პირველად გავამზადე .იმ საცხობში ისე გვქონდა საქმე განაწილებული, ერთ ტორტის რამდენიმე ადამიანი ვაცხობდით. საქორწილო, უზარმაზარი ტორტი იყო. მახსოვს, როდესაც მოვრთეთ, კიბეზე ორ ადამიანს ბედნიერებს ჩამოგვქონდა და ჩვენი უფროსი შეგვხვდა - ანა ყურელი (ღმერთმა გაანათლოს მისი სული) ეს რა არისო გვკითხა, ახლავე აიტანეთ და ხელახლა მორთეთო. რა თქმა უნდა, დავემორჩილეთ და ბევრად ლამაზი გამოვიდა მეორე ცდაზე. საერთოდ, ასეთი მიდგომა გვაიძულებს დავხვეწოთ ხელობა. მაშინ მეწყინა, მაგრამ დღეს სიამოვნებით ვიხსენებ. რომ არა ის შემთხვევა შესაძლოა ახლა ასე არ მემუშავა.

ძალიან რთულია საკონდიტრო საქმიანობა. ჩემს საცხობში 5 ადამიანი მუშაობს და ხშირად, საათებს ვანდომებთ ფიგურების ძერწვას. უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ ფულის მოგებაზე არ ვფიქრობ. ჩემთვის მთავარი ხარისხია - ამის მიღება კი, ადვილი არ არის. ხშირად ხდება, რთული შეკვეთა მოდის და მომხმარებელს ვეუბნებით, რომ მისი გაკეთება შეუძლებელია, შემდეგ არჩევანს ცვლიან. საერთოდ, გარედან ძნელია აღიქვა, რა ხდება სამზარეულოში. ბოდიშიც მოგვიხდია ბევრჯერ. წლების წინ, საქორწილო ტორტიც კი დაგვეშალა დარბაზში. საერთოდ ძალიან ვნერვიულობთ, როგორც ექიმს არ უნდა უკმაყოფილო პაციენტი ჰყავდეს, ისე ვართ ჩვენც - არ გვინდა იმედი გაუცრუვდეს ვინმეს.

ეთო 2

ერთხელ ჩემს შვილს კითხეს, კონდიტერი უნდა გამოხვიდეო? მე ლამის გავგიჟდი რას ამბობთ - თქო. მაგრამ ჩაგითრევს ისეთი საქმეა.

ძერწვას ნიჭიც უნდა, ერთი უნდა მიუხვდე საიდან და როგორ დაიწყო და მიხვალ საკვანძო წერტილამდე. დღეს მაგალითად "სპაიდერმენი" ვერ გამოგვივიდა ისეთი, როგორიც გვინდოდა. საბოლოო ჯამში, მთავარია ისე მიიტანო მომხმარებლამდე - ვერ მიხვდეს მორთვისას რა პრობლემები შეგვექმნა.

ეთო 4

ჩემი შვილებისთვის ტორტი ძალიან ჩვეულებრივი თემაა. კესომ, ერთხელ დამიხატა, გემი და წყალი, ოღონდ მზე იყოს დედიკო გაცინებულიო. უმარტივესად მოვრთე. მათ უფრო სისადავე მოსწონთ. ალბათ მიეჩვივნენ და ზედმეტ რთულ ფიგურებს არ მთხოვენ.

მადლობა ღმერთს, გორში ბევრი მომხმარებელია, ვინც იცის შრომის ფასი და ადამიანების პატივისცემა. ეს ყველაფერი კი მუშაობას გვიადვილებს.

Read 3772 times Last modified on კვირა, 05 აგვისტო 2018 10:13

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი