მოკლე ინფორმაცია ქალთა გიმზანიის შესახებ

გაიხსენე ისტორია Written by  ორშაბათი, 15 იანვარი 2018 10:33 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოში ქალთა განათლება დიდი ხნის  მანძილზე მეორე ხარისხოვანი იყო. ეს თემა პატრიარქალურ - ოჯახურ აღზრდას დიდი ხანი არ სცილდებოდა. ამ კუთხით გამონაკლისი არც გორის ყოფილა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ქალაქი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ქალთა საგანმანათლებლო ცენტრი დაარსდა. 

ამ მხრივ, ჩვენი ქალაქის ისტორია ასე გამოიყურება:

1857 წელს მაშინდელმა მთავრობამ განიზრახა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ქალთა სკოლები გაეხსნა, თუმცა მიუხედავად გორის საზოგადოების მონდომებისა, იმ წელს ქალაქში ქალთა სკოლის გახსნა მაინც ვერ განხორციელდა. მანამდე გორში ორკლასიანი სასწავლებელი დაარსეს თავად ერისთავის სახლში,  რომელიც შემდგომში, 1881 წლის 30 აგვისტოს, საფუძველი გახდა გორში ქალთა გიმნაზიის გახსნისა, -  ცნობა ამის შესახებ მაშინდელ გაზეთში „კავკაზი“ გამოქვეყნდა:

„განსაკუთრებული კმაყოფილებითა და სიხარულით შევხვდით 30 აგვისტოს. ამ დღეს დაგვირგვინდა მრავალი ჩვენი მოღვაწის შრომა და ვაჟთა სასწავლებლის გვერდით გაიხსნა ქალთა გიმნაზია."

აღსანიშნავია, რომ პირველ მოსწავლეთა შორის 51 მოსწავლე ქართველი იყო, 35 სომეხი, 6 რუსი, 2 ფრანგი, 1 ოსი და 1 გერმანელი.

გორის ქალთა პროგიმნაზიის გახსნას ეჭვის თვალით უყურებდბენ მაშინდელი ინტელიგენციის ნაწილი. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე ამის შესახებ წერდა:

„ჩვენ არ ვიცით საქალებო სასწავლებელი რაზედ არის დაფუძვნებული. თუ ნეტარხსენებულ თეორიაზეა დამყარებული, რომელიც ეგეთის გაბედვით ბატონმა ზახაროვმა ავარჯიშა ჩვენში ერთ დროს, ესე იგი, მასზედ, რომ ქართველს ქართული არ უნდაო და ყოველი ფერი ამ უმსგავსო აზრს შეუფერა, მაშინ გორის საქალებო სასწავლებელი, როგორც სხვა მისი მსგავსი სასწავლებელიც, სულ რომ არ ყოფილიყო, ის გვერჩივნა.“

გორის ქალთა პროგიმნაზია 1910 წელს გორის ქალთა გიმნაზიად გადაკეთდა. გიმნაზიის სასწავლო პროგრამა ძირითადად ვაჟთა გიმნაზიის სასწავლო პროგრამას შეესაბამებოდა, თუმცა მათემატიკური საგნები ვაჟთა გიმნაზიაში უფრო გაძლიერებულად ისწავლებოდა, ხოლო ქალთა გიმნაზიაში დამატებით ისწავლებოდა ხელსაქმე და ჭრა-კერვა. აქ ხშირად იმართებოდა ლიტერატურული დილა, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა ენაზე კითხულობდნენ ლექსებს.

1919 წელს გორის ქალთა გიმნაზია გადაკეთდა ჰუმანიტარულ ტექნიკუმად, ხოლო 1922 წლიდან ვაჟთა გიმნაზიას შეუერთდა და გორის ჰუმანიტარული ტექნიკუმი დაერქვა.  გორის ქალთა გიმნაზია სამეფოს ქუჩაზე მდებარეობდა. ამ შენობაში დღეს პრობაციის ეროვნული სააგენტოა. 

Read 632 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი