მედიცინა და მუსიკა - თორნიკე ლომსაძის წარმატების ისტორია
თორნიკე ლომიძე ჯგუფ "კანუდოსის“ საქსაფონისტია.
მუსიკით რვა წლის ასაკიდან დაინტერესდა. თავდაპირველად, ის ფლეიტაზე უკრავდა. საქსაფონზე დაკვრა კი თბილისში, ნიჭიერთა ათწლედის ჯაზის განყოფილებაზე ისწავლა.
"პირველად, ფლეიტაზე დაკვრა დავიწყე, ეს იყო დაახლოებით 8 წლის ასაკში, აქედან მოყოლებული ვუკრავდი ფლეიტაზე. დაახლოებით 5-6 წლის წინ დავიწყე საქსაფონის სწავლა. თბილისში, ნიჭიერთა ათწლედში ჩავაბარე ჯაზის განყოფილებაზე. საბედნიეროდ, პედაგოგი არ აღმოჩნდა ფლეიტისტი და ასე ასრულდა ერთ ერთი ოცნება საქსაფონთან დაკავშირებით. ეს იყო ჩემი ოცნების ინსტრუმენტი და დღეს მაქვს საშუალება შევასრულო საქსაფონზე ნაწარმოებები" - გვიყვება თორნიკე
11 წელია, ის ჯგუფ "კანუდოსის" წევრია. მთავარი პრობლემა, მისი აზრით, საკუთარი კომპოზიციების გავრცელებაა.
"2007 წლიდან "კანუდოსში" ვუკრავ, იყო ბენდები, სადაც ვეხმარებოდი მეგობრებს, რამოდენიმე ჩანაწერიც მაქვს და კლიპიც, თუმცა ძირითადად "კანუდოსში" ვუკრავ.
ძირითადი პრობლემა, არის შენი კომპოზიციების პოპულარიზაცია და ხალხში გატანა. შენ შრომობ, მუშაობ, იღებ დიდ სიამოვნებას, თუმცა, გინდა ეს ხალხსაც მოასმენინო, გაავრცელო ხალხში და ძირითადი პრობლემა, საქართველოში, ეს არის პოპულარიზაცია შენი მუსიკის. დღესდღეობით, უკვე გვაქვს ჩვენი ალბომი და მეტი შესაძლებლობა, გავავრცელოთ ხალხში და ვცდილობთ, უფრო და უფრო დავძლიოთ ეს პრობლემა".
თორნიკე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. პარალელურად, პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს.
"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, ასევე ვმუშაობ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. მუსიკის და მედიცინის დამოკიდებულება ერთად დიდი განტვირთვაა სწავლის და მუშაობის შემდეგ. მეხმარება დავისვენო და სხვაგან, სხვა განზომილებაში მოვხვდე. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს, ვუთავსებ და ხელს არ უშლის ერთმანეთს", - ამბობს თორნიკე
მთაში მოგზაურობა მისთვის განტვირთვის კიდევ ერთი საშუალებაა.
"სამსახურის და მუსიკის შემდეგ, ძირითადად, დროს ვატარებ მთაში, ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს კიდევ სხვა სფეროა, სხვანაირად ვისვენებ".
"არ ვითამაშო და ვიყო ის, ვინც ვარ", - ასეთია თორნიკეს ოქროს წესი.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა