11 აგვისტო - შინდისთან ბრძოლის ისტორია

Rate this item
(0 votes)

მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შანიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე - ამ ადამიანებს შინდისის გმირებს უწოდებენ. 

2008 წლის 11 აგვისტოს, ზუსტად 10 წლის წინ, სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი რუსეთის ჯართან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. 

ისტორია: 

II ბრიგადის საშტაბო ასეული სოფელ ყელქცეულადან გორისკენ მიემართებოდა. მათ არ ჰქონდას კავშირგაბმულობა და ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა.

სოფელ შინდისთან ასეულმა ტანკები შენიშნა, ერთ-ერთ ტანკს ქართული დროშა ქონდა დამაგრებული და აუღელვებლად გააგრძელეს გზა. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, შიგ მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს.აღმოჩნდა, რომ ის ტანკები რუსული იყო, დროშა კი სატყუარა. რუსმა სამხედროებმა არაფრად ჩააგდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქართულ ბატალიონს ცეცხლი გაუხსნეს. 

მტრის ალყალში მოყოლილმა ოცეულმა გადაწყვიტა მტერს არ დანებებოდა და ბრძოლა დაიწყო. მათი თავგანწირული ბრძოლა შედეგიანი გამოდგა, რუსული დაჯგუფების მეთაურმა დამატებითი ძალა ორჯერ მოითხოვა, შეტაკება ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

საბოლოოდ, უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მტერმა მათ წინააღმდეგ თითქმის ყველა სახის იარაღი და ტექნიკა გამოიყენა, ტანკებიდან დაწყებული, ნაღმმტყორცნებითა და სხვადასხვა ტყვიამფრქვევებით დამთავრებული.

17 ჯარისკაცი 2008 წლის აგვისტოს ომში თავდადებისა და სიმამაცის სიმბოლოდ იქცა.


შინდისელები იხსენებენ, რომ რუსები, გმირების დაღუპვის შემდეგ ცხედრებს მიუახლოვდნენ და საკონტროლო ჯერი გადაატარეს.

უმოწყალო ბრძოლას ოცეულის სამი ჯარისკაცი სასწაულებრივად გადაურჩა. ერთ-ერთი მათგანი 36 წლის ოთარ კალმახელიძე მოგვიანებით, გულის შეტევით გარდაიცვალა.

Read 367 times Last modified on შაბათი, 11 აგვისტო 2018 10:40
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი