“კერა“ – მარიამის და თომას საერთო საქმე

Rate this item
(0 votes)

"კერა" მარიამ ზუბაშვილის და თომა სუხიშვილის საერთო საქმეა. ისინი ერთობლივად ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს და ნელ-ნელა საკუთარ წამოწყებას ავითარებენ. 

ყოველთვის უნდოდა ჰქონოდა საქმე, რომელიც მისი ფანტაზიის შედეგი იქნებოდა. ამ სურვილით, ნივთების გაკეთება წლების წინ დაიწყო. მარიამ ზუბაშვილს მაშინ არც უფიქრია, რომ თანამოაზრეს ნახავდა და მასთან ერთად, საკუთარ იდეას მცირე ბიზნესად აქცევდა.

„კერას“ გუნდში ამ ეტაპზე ვართ ორი ადამიანი, მე და თომა სუხიშვილი. „კერა“ არის ჩვენი ახალი საქმე, ახალი წამოწყება. მახსოვს, ერთ საღამოს დავსხედით და იდეები ჩამოვყარეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ასე ჩაისახა „კერას“ იდეა“, - გვითხრა მარიამმა.

სახელის შერჩევაზე ბევრი უფიქრიათ. არა-ერთი იდეა ჰქონიათ, მაგრამ რადგან მიზანი საოჯახო ნივთების შექმნა იყო, არჩევანი „კერაზე“ შეაჩერეს.

„კერა ჩვენთვის სითბოსთან, ოჯახურ გარემოსთან ასოცირდება და ჩვენც ვცდილობთ, ეს გარემო შევქმნათ. ჩვენს ნივთებზე ამბობენ, რომ ისეთი ნივთებია, სახლში რომ გექნება, შეხედავ და პოზიტიური განწყობა დაგეუფლება. ეს ამბავი ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს.“

mariami da toma 2

„კერაში“ შეგიძლიათ ნახოთ ორიგინალური, განსხვავებული ნივთები. მარიამის და თომას ძირითადი სამუშაო მასალა ხეა. ისინი ხეს ამუშავებენ, სხვადასხვა ნივთებით აფორმებენ და საბოლოოდ, სხვადასხვა დეკორაციულ ნაკეთობებს ქმნიან

„კერას" იდეა იყო, რომ საოჯახო ნივთები შეგვექმნა. საქმის კეთების პროცესში გაჩნდა სხვა ნივთებიც. ჩვენი პირველი ნაკეთობები იყო ჩარჩოში ჩალაგებული ბავშვის პირველადი ნივთები: ბოდე, ფეხსაცმელი, კაბა, სავარცხელი და ასე შემდეგ... ნელ-ნელა ჩვენი პროდუქცია გამრავალფეროვნდა.“

„კერამ’ სულ ახლახანს ნივთების შექმნა პატარებისთვისაც დაიწყო. 

„სულ ახლახანს დავამატეთ ბავშვების მიმართულება, მოხატული სკამები საყვარელი მურტფილმის გმირებით. ოჯახებისთვის გვაქვს სტენდები, რაზეც შეუძლიათ ფოტოები დაკიდონ. ასევე, წყვილებსთვის გვაქვს საკუთარი ხელის ანაბეჭდები. გვინდა სხვადასხვა სახეობის ნივთები შევქმნათ, ცოტა მასშტაბური. დავამატოთ ძველი ნივთების მიმართულება და მათ ახალი სიცოცხლ შევძინოთ - მოვხატოთ, განვაახლოთ და ასე შემდეგ.“

მარიამს და თომას ზოგიერთი ნივთი განსაკუთრებით მოსწონთ და უყვართ. მაგალითად, მარიამი ხეზე ლურსნებით და ძაფით შესრულებულ გემს გამოარჩევს.

"ყვლაზე გამორჩეული ნივთია გემი, რომელიც გაკეთებულია ხეზე, ლურსმნებით და ძაფით. ლურსმნები ქმნიან 3D ეფექტს. ამ ნივთმა მოლოდინს გადააჭარბა, ბევრად ლამაზი გამოვიდა ვიდრე ველოდით. ყვლასგან დიდი მოწონება დაიმსახურა.“

mariami da toma 4

მიუხედავად იმისა, რომ ერთად მუშაობა სიამოვნებთ და საქმესაც კარგად ართმევენ თავს, გზადაგზა სირთულეებს მაინც ხვდებიან.

„ჩვენი ნივთები ხისგან მზადდება და ჩვენ მანამდე არ გვქონდა ხეზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა ნელ - ნელა ეს ყველაფერი საქმეში ვისწავლეთ. ნივთები ლამაზია, მაგრამ გვინდა, რომ ხარისხიანიც იყოს. „კერას“ დღიურს ვაწარმოებთ და  რომ გადავხედავთ ხოლმე. ვამბობთ, რომ ძალიან პატარები ვიყავით... ასე ვიზრდებით საქმეში, ვქმნით და ვაკეთებთ საყვარელ საქმეს.“

მარიამს და თომას სამომავლო გეგმებიც აქვთ. იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში გამოფენებშიც მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარი საქმიანობით მეტ ადამიანს დააინტერესებენ. ორივეს სურვილია, რომ ‘კერას“ საკუთარი მაღაზია ჰქონდეს.

 

Read 2144 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი