ძმები რომელაშვილები - ცხინვალიდან დევნილი ძმების ტრაგიკული ისტორია

Rate this item
(0 votes)

2008 წლის აგვისტოს ომს უამრავი გმირი ჰყავს, რომელთა ისტორიებს მკითხველს ყოველ წელს ვახსენებთ. მათ შორის ერთ-ერთი ძმები რომელაშვილების ამბავია.

გია და გელა რომელაშვილები მშობლებთან ერთად 1991 წელს ცხინვალიდან გორში წამოვიდნენ. გია 11 წლის იყო, გელა 7-ის. დევნილი ძმების ოცნება მშობლიურ ქალაში დაბრუნება იყო, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს აუხდათ კიდეც, თუმცა სიცოცხლის ფასად. ძმები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წელს ჩაირიცხნენ, თუმცა გიას უკვე ჰქონდა დამთვარებული სამხედრო აკადემია, გელა სწავლას აპირებდა.

2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში გია და გელა პირველები შევიდნენ. გია ოცმეთაური იყო, გელა ოცეულის მემიზნე. სატანკო კოლონას წინ 406-ე ტანკი მიუძღოდა, რომელშიც ორ ჯარისკაცთან ერთად მეთაური - გია რომელაშვილი - იმყოფებოდა. უკან გელას ტანკი მიჰყვებოდა.

გია რომელაშვილმა მის უკან მომავალი ტანკების აფეთქება ვერ გაიგო და გზა გააგრძელა, მისი კვალი აქედან იკარგება. რაც შეეხება გელას, აფეთქების შემდეგ, ტანკიდან ამოსვლა მოახერხა, ახლომდებარე შენობაში შევარდა, თუმცა იქ რუსებისა და ოსების შტაბი აღმოჩნდა, ტყვედ აიყვანეს, აწამეს და შემდეგ მოკლეს.

2008 წლის 25 დეკემბრამდე ორივე ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, დნმ-ის ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ოკუპაციის ზონიდან გადმოსვენებული ბოლო 10 ჯარისკაცის ცხედრიდან ერთ-ერთი გელა რომელაშვილის იყო. გიას საფლავი ამ დრომდე ცარიელია.

სიკვდილის შემდეგ ძმები რომელაშვილები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ.

2016 წესლ გორის ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი მიენიჭა. 2011 წელს კი, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, მათი სახელობის სკვერი გაიხსნა.

 

Read 1653 times Last modified on შაბათი, 18 აგვისტო 2018 10:16
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი