ელიზბარ ერისთავი -ევროპული ჯიშის ხეხილის გამავრცელებელი გორში

Rate this item
(0 votes)

მეწარმე, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე ელიზბარ ერისთავი 1810 წელს დაიბადა.

ელიზბარი იყო ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. განათლება პეტერბურგში მიიღო. ეუფლებოდა საარტილერიო საქმეს. ელიზბარ ერისთავი აქტიურად მონაწილეობდა 1832 წლის რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რისთვისაც 1834 წელს გაასამართლეს და ავლაბრის ყაზარმაში ჩასვეს, შემდეგ კი ჰელსინკში გაგზავნეს რიგით ჯარისკაცად. 

სამშობლოში 1842 წელს დაბრუნდა და თავის ძმასთან, დიმიტრი ერისთავთან ერთად გორის რაიონ სოფელ ღვარებში მინის ქარხნის მშენებლობა წამოიწყო. 1844 წელს ქარხანა უკვე გამართულად ამუშავდა და თბილისის სათადარიგო აფთიაქის მინის ჭურჭლით მომარაგების უფლება მიიღო. ქარხანა წლების განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ ნედლეულზე, რომელიც ატენის ხეობაში მოიპოვებოდა.

აღსანიშნავია,რომ ეს იყო საქართველოში პირველი მინის ქარხანა.

მიუხედავად სამეწარმეო საქმიანობისა, სამხედრო სამსახური არ მიუტოვებია. 1853-1856 წლებში ყირიმის ომში მონაწილეობდა. სამხედრო კარიერის ბოლოს, 1869 წლიდან, გორის მაზრის უფროსი იყო. სწორედ მან შეუწყო ხელი გორის მაზრაში ევროპული ჯიშის ხეხილის გავრცელებას. მის სახელს უკავშირდება კულტურული მებაღეობის დარეგვაც, ამისთვის მან საზღვარგარეთიდან უცხოელი სპეციალისტები მოიწვია.


ელიზბარ ერისთავი 1871 წლის 12 იანვარ 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია გორის საკრებულოს ძატრის (“სობორო“) გალავანში.

Read 531 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი