მწვანე ბარათი, ამერიკა და გვანცას ფიქრები

Rate this item
(0 votes)

ავტორი: გვანცა კაკაშვილი

 

16 იანვარია. გვიანია. არ მძინავს. მანდ უკვე 17 გათენდა. უკვე 2 წელია, დროს სულ ორად ვითვლი, აქ და საქართველოში. სულ მეფიქრება, რას აკეთებენ ახლა ჩემები, ამ დროს. ალბათ დილის ფაცი-ფუცში არიან, სამსახურებში გარბიან. ხშირად მინდა მოვყვე ხოლმე, როგორია ერთი ოჯახის ცხოვრება სამშობლოსგან ძალიან შორს, ნიუ იორკში. მინდა, ჩემიანებს მოვუყვე, მშვიდად, ჭიქა ყავასთან. ყველას, ვისაც წამოსვლა უნდა.

 

დღეს პირველად ვწერ, ალბათ ნოსტალგია მომეძალა. 1 თვეა, რაც ქვეყანას ჩემი პატარა გოგონა მოევლინა. იგივე განცდა მქონდა 1 წლის და 10 თვის წინ, პირველი შვილი რომ შემეძინა. მირიანი და მაიკო ამერიკის მოქალაქეები არიან. იმ სახელებს ატარებენ, ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი რომ იყო და იქნება სამშობლოში. ხშირად ვიხსენებ იმ პერიოდს, მე და აჩი შეყვარებულები რომ ვიყავით, როგორ მოვიგე მწვანე ბარათი და ძალიან რთული გზა განვლეთ ჯერ კიდე ამერიკაში ჩამოსვლამდე, ვინაიდან ეს ყველაფერი თანხებთან იყო დაკავშირებული, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა ჩვენთვის. ფულის გარდა, სხვა პრობლემებიც გვქონდა გადასალახი, ადამიანური და ტკივილიანი. კეთილი ადამიანების დახმარებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით მათ, ასევე ჩვენი ყველა რესურსის გამოყენებით, შევძელით ჩამოსვლა ამერიკაში, სადაც მოგვიწია ყველაფრის თავიდან დაწყება.

აქაც ღმერთის წყალობით, დაგვიდგნენ გვერდით ჩვენი ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც ასევე დიდ მადლობას ვუხდი და რა თქმა უნდა, საკუთარი დიდი მონდომებით და შრომით მივაღწიეთ. რომ გვაქვს, ჩვენი სახლი, სადაც ვზრდით შვილებს.

ბრუკლინში ვცხოვრობთ. მე დიასახლისი ვარ, აჩი მუშაობს. ყოველი დღე ძალიან დატვირთული გვაქვს. ვიდრე მეორე შვილი გვეყოლებოდა, მირიანს ყოველ კვირას ვასეირნებდით. ახლა მე ვეღარ გავდივარ. კვირას მამიკოს ყავდა გაყვანილი. მაიკო ჯერ პატარაა და ასე ვერ ვატარებ. თან ძალიან ცივა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ამერიკაში არის საოცრად სწრაფი რიტმი და არ გაძლევს საშუალებას მოდუნების. არ გვაქვს შორეული მიზნები. მივყვებით ცხოვრების დინებას და გვჯერა უკეთესი მომავლის. გვაქვს ნოსტალგია ჩვენი ქვეყნის. რა თქმა უნდა, შენს ქვეყანას არაფერი სჯობს. გვენატრებიან ახლობლები, მაგრამ ამის გადალახვაში გვეხმარება ისევ ის თავბრუდამხვევი რიტმი, რიმელიც ამერიკაშია და არ გაძლევს საშუალებას ბევრი ფიქრის. ჩემებზე ვფიქობ ხშირად, ოჯახზე , მეგობრებზე,, ყველასთვის სითბო და სიკეთე მემეტება და ღმერთს ვავედრებ. ალბათ მომავალ ზაფხულს ჩავალ საქართველოში და ყველას ჩავეხუტები. ბავშვებს ძინავთ მშვიდად, აჩი იგვიანებს, ვერ ვიძინებ მის მოსვლამდე...

რუბრიკაში "ნაწყვეტი დღიურიდან" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 5842 times Last modified on პარასკევი, 19 იანვარი 2018 08:15

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი