ეთოს “საპნის სამყარო“ - ახალგაზრდა ქალის სასარგებლო შემოქმედება

Rate this item
(0 votes)

39 წლის ეთო ბერიანიძე გორის რაიონ სოფელ თორტიზაში ცხოვრობს. ახალგაზრდა ქალი 4 შვილის დედა და 1 შვილიშვილის ბებიაა. ეთომ საპნების სახლში დამზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამბობს, რომ თავიდან საპნების გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა ახლობლების თხოვნით ნამუშევრები ფეისბუქზე გამოაქვეყნა. 

“ინერნეტის საშუალებით გავიგე. youtube -ზე უამრავი ვიდეოა საპნის დამზადების და გაფორმების შესახებ. ძალიან მომეწონა დამზადების პროცესი და მეც დავიწყე მცდელობა. თავად რომ აკეთებ, კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნოა, მეც არ ვიცი საბოლოოდ როგორი გამოვა ხოლმე”, - ამბობს ეთო.

eto saponi 4

მისი თქმით, საპნის დამზადების პროცესი ერთდროულად შრომატევადი და სასიამოვნოა. მასალას საზღვარგარეთიდან იწერს, შემდეგ სახლში სასურველი დიზაინისა და შემადგენლობის საპონს ამზადებს. 

“ფოთლებით და ყვავილებით რომლებიცაა, ჯერ მათ დამზადებას ვუნდები, რამოდენიმე წუთში ცივდება, შემდეგ უშუალოდ ფორმებში გადამაქვს. აქაც ჯერ გამჭვირვალე ბაზა რომ ემატება, ამას უნდა დაახლოებით 15 -20 წუთი. გაშრობა, შემდეგ ისევ სხვა ფენაც და დაახლოებით ნახევარი საათი მაინც უნდა, რომ გაშრეს. რაც შეეხება ქვა საპნებს და კოსმოსს, ესენი უფრო რთულია და თითქმის მთელი დღე მჭირდება.”

eto saponi 3

ეთო ამბობს, რომ მისი საპნები სახის კანის მოსავლელად იდეალურია. მისი თქმით, საპონის დამზადებისას სხვადასხვა არომაზეთსა და მინერალურ პიგმენტს იყენებს.

eto saponi 1

 

“უშუალოდ ბაზა არის სხვადასხვა შემადგენლობის: გლიცერინით, ალოეს ზეთით, შიის კარაქით, ქოქოსის ცხიმით, თხის რძით, რომლებიც კოსმეტიკაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებებია კანის მოვლისთვის. ბაზა დუღილამდე არ მიმყავს, საკმარისია გადნეს, ცოტას შევაგრილებ და ვამატებ ზეთებს, არომაზეთებს რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები. ფერისთვის მინერალურ პიგმენტს ვიყენებ. ამ ყველაფერს ვიწერ ამერიკიდან, სპეციალიზირებილი საწარმოა, რომელიც უშვებს საპნის, კოსმეტიკის და სურნელოვანი სანთლების დასამზადებელ პროდუქციას.“

ეთო მომავალში მაღაზიის გახსნას არ გეგმავს. ამბობს, რომ საპნების გაყიდვით შემოსული თანხის ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს, ნაწილით კი საპნის დასამზადებელ მასალას ყიდულობს.

“მხოლოდ ამიტომ გადავწყვიტე გაყიდვა, რომ მინდა, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო გაჭირვებული პატარების დახმარებაში.”

eto saponi 2

Read 2310 times Last modified on სამშაბათი, 28 აგვისტო 2018 12:17

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი