ნათიას "აისი"

Rate this item
(0 votes)

გატეხილი ჭიქა, გაწყვეტილი მძივი -  სხვისთვის უმნიშვნელო და გამოუსადეგარი ნივთი ნათია მჭედლიშვილისთვის ხშირად ძვირფასი ყოფილა. ასეთი დღესაც ბევრი აქვს  სარდაფში. ბავშვობიდან აგროვებს და ახალ სიცოცხლეს აძლევს. თავად უყვარს ყველაფერი, რასაც აკეთებს. ეს იქნება სამკაული, სურათის ჩარჩო თუ ზარდახშა.

დღემდე აქვს შენახული ბავშვობაში პურისგან მოზელილი მასით გაკეთებული გოგონა, რომელსაც ლაქი წაუსვა, „ბისერების“ კაბა ჩააცვა და დღემდე ფორმა არ დაუკარგავს.

აისი 2

ყველაზე საყვარელი ხელნაკეთი: ეს არის ზღვის კენჭებისა და ნიჟარებისგან დამზადებული ზარდახშა.

ქვას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუშაობის დროს, დიდი სიფრთხილით ეკიდება მის შერჩევას.

ნათია მიიჩნევს, რომ ეს თანდაყოლილი, ღვთისგან ბოძებული ნიჭია და არ ისწავლება. მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა შედეგი, თუმცა ნანობს, რომ ხატვაზე არ იარა.

ამჟამად სუტაჟის თასმისგან დამზადებულ სამკაულებს აკეთებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ინტერნეტი დაეხმარა სწავლაში. ეს სამკაულები ახლა მოდაშია და მოთხოვნადია. აკეთებს ყველანაირ სამკაულს, თუმცა ყველაზე მეტად საყურეების დამზადება მოსწონს. როგორც თავად აღნიშნავს, სილამაზესთან ერთად, კომფორტულიც არის მისი ტარება.

აისი 1

პოპულარიზაციაში სოციალური ქსელი დაეხმარა. მისი ფეისბუქის გვერდზე ვიხილავთ ნამუშევრებს. როდესაც ნივთების შეფასებაზე საუბრობს, მასალაზე მეტად საკუთარი შრომა უღირს. მიუხედავად ამისა, ითვალისწინებს კონკურენციის პირობებს და ცდილობს იაფად გაყიდოს.

სიჩუმე და კარგი განწყობა ნაყოფიერ მუშაობაში ეხმარება. უყვარს თბილი და ნათელი ფერები. ნათია ფიქრობს, რომ რეალიზებულია თავის საყვარელ საქმეში, არის თვითნასწავლი შემოქმედი და მუშაობს ხელოვნების პედაგოგად ერთ-ერთ სკოლაში.

მისთვის გორია მხოლოდ ის ადგილი, სადაც ასეთად შეუძლია ყოფნა.

Read 1961 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი