მიზანი, შრომა და მონდომება, როგორც წარმატების წინაპირობა

წერილები Written by  შაბათი, 01 სექტემბერი 2018 10:09 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

          ავტორი: ბახვა გელაშვილი

ბავშვობიდანვე ძალიან დაინტერესებული ვიყავი ამერიკით. სხვადასხვა ფილმებისა და სერიალების მეშვეობით, წარმოდგენა მაინც მქონდა, თუ როგორია ამერიკულ სკოლაში სწავლა. მთელი ჩემი ცხოვრება მსურდა, რომ სწორედ ასეთი ამერიკა ოდესმე გამომეცადა და სწორედ ამას მივაღწიე დღეს. 

ინგლისურ ენას ადრეული ასაკიდანვე კარგად ვითვისებდი. მისი სწავლა მომწონდა და მეადვილებოდა. რამოდენიმე წლის შემდეგ კი უკვე ინტერნეტის საშუალებით ვცდილობდი, რომ ჩემი ინგლისური ენის სიტყვათა მარაგი გამემდიდრებინა. არაფერს განსაკუთრებულ არ ვაკეთებდი, უბრალოდ ვცდილობდი სხვადასხვა ფილმები ინგლისურად მენახა და თუ რომელიმე სიტყვა არვიცოდი, მოცემული სიტუაციიდან გამერკვია მისი მნიშვნელობა.

მეშვიდე კლასში გავიგე მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის შესახებ. გავოცდი და  ჩემი ცხოვრების მიზნად დავისახე ამ გაცვლითი პროგრამაში გამარჯვება. სხვადასხვა გამოცდილ ფლექსელებთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ისინი ბავშვებს მხოლოდ ინგლისური ენის ფლობის გამო არ ირჩევენ - ისინი ეძებდნენ აქტიურ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულ და ცივილიზებულ ადამიანებს. ამის შემდეგ მეც ვეცადე, რომ უფრო აქტიური გავმხადიყავი. დავიწყე სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა: ვთანამშრომლობდი სზოგადოება „ბილიკთან“, სათემო რადიო "მოზაიკასა" და დემოკრატიის სკოლასთან. აქტიურად ვაკეთებდი პროექტებს და ვცდილობდი, ჩემი თავის როგორც აქტიური მოქალაქის ცნობიერების ამაღლებას, რაშიც განსაკუტრებულად დამეხმარა ჩემი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი.

მახსოვს, როცა უკვე მერვე კლასში გადავედი, უკვე ამერიკაში გამგზავრებული ფლექსელების სურათს შევხედე და ჩემს თავს დავპირდი,  რომ  შემდეგ წელს მე მათ ადგილას ვიქნემოდი. ალბათ ჩემი მოტივაცია მთლიანად ამერიკაში გამგზავრება და სწავლა არ იყო. დიდი წილი ჩემი მოტივაციისა ის იყო,  დამემტკიცებინა რომ არაა საჭირო რეპეტიტორთან სწავლა იმისთვის, რომ შენს მიზანს მიაღწიო. ბევრი  ფიქრობს, რომ საჭიროა ინგლისურის ან რომელიმე სხვა საგნის მასწავლებელთან სიარული წარმატების მისაღწევად,  მაგრამ ეს აე არ არის. მთავარი შენი მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად - შრომაა.

მახსოვს უკვე მესამე ტურის გავლის შემდეგ ფინალისტების არჩევები ხდებოდა. მე მაინც არ მქონდა იმედი ფინალისტობის და  რეზერვისტობას ვფიქრობდი. ამას იმიტომ. რომ მე ჯერ მეცხრე კლასში ვიყავი და ძალიან იშვიათი იყო ასეთი დაბალი ასაკისა ფინალისტად აერჩიათ, მაგრამ ძალიან მოულოდნელად დამირეკეს და მითხრეს, რომ ფინალისტი ვიყავი. სწორედ მაშინ მივხვდი რომ ჩემი შრომა და აქტიური ცხოვრება ნამდვილად გამომადგა ამ პროექტში. ამერიკაში გამგზავრებამდეც კი ამ პროგრამამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მაგალითად, არაფორმალური განათლების და საზოგადოების აქტიური წევრობის მნიშვნელობა, აქტიური ცხოვრება, მოთმენის უნარი და ა.შ.

ბევრჯერ ვფიქრობ, თუ რა მომელის ამერიკის შეერთებულ შტატებში. დავრწმუნდი, რომ იგი ისეთი ნამდვილად არაა, როგორც ჩვენ ჰოლივუდის ფილმებში წარმოგვიდგენია, მაგრამ ყველა ფანტაზიას ფუძედ სიმართლე უდევს. მაინტერესებს ამ ფილმებიდან რა ნაწილია სიმართლე და რა სიცრუე. ბევრ ადამიანს მიაჩნია რომ ამერიკაში წასული ბავშვები ცუდისკენ იცვლებიან, კარგავენ ეროვნულობას და სხვა მნიშვნელოვან ღირებულებებს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. ამერიკაში ბავშვები ხედავენ, თუ როგორია უფრო განვითარებული და სამოქალაქო საზოგადოება.  ამის გამო მათ აზრები ეცვლებათ და უფრო თავისუფლად, დემოკრატიულად ფიქრობენ. ბევრს შეიძლება ეს არ მოეწონოს მაგრამ მომავალი თაობისთვის, ჩვენი ქვეყნის წინსვლიათვის ეს ძალზედ აუცილებელია. 

ჩემი გაცვლითი წლიდან ბევრ სიახლეს და სიხარულს მოველი. იმედია, ჩემს უნარებს და ცოდნას ავიმაღლებ და უკეთესი ადამიანი გავხდები, რომ ჩამოსვლის შემდეგ უკვე ჩემ სამშობლოში შევძლო მონაწილეობა  მივიღო მონაწილეობა  ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ცვლილებაში, მის ამაღლებაში, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საწინდარია.  

   

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს.   

  

 

Read 1030 times Last modified on შაბათი, 01 სექტემბერი 2018 10:23

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი