ოთარ ჩხეიძე - ცხოვრება და მოღვაწეობა ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის

გაიხსენე ისტორია Written by  შაბათი, 01 სექტემბერი 2018 14:34 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ოთარ ჩხეიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში 1920 წლის 28 ნოემბერს დაიბადა.

სკოლა თბილისში დაამთავრა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით.

სწავლის დასრულების შემდეგ, ცოტა ხანს სოფელში მასწავლებლად მუშაობდა. 1948 წლიდან კი ლექციების კითხვა დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში. 1949 წლიდან კი ლექციებს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა.

1949—1971 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971—1980 წლებში კი — უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე.

მისი პირველი მოთხრობა 1940 წელს ჟურნალში “ჩვენ თაობა“ გამოქვეყნდა. ამის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით იბეჭდებოდა მისი მოთხრობების ციკლი “ჩემი სოფლის ეტიუდები“, რომანის ციკლი “მატიანე ქართლისა“, დრამატული ნაწარმოებები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები.

მოთხრობების პირველი კრებული “ხელეური“ 1947 წელს გამოაქვეყნა. ოთარ ჩხეიძე წლების განმავლობაში აქვეყნებდა ქართული სოფლის ამსახველ, ლირიზმით შეფერილ მცირეფორმიან თხზულებებს საერთო სათაურით — „ჩემი სოფლის ეტიუდებიდან.“

ჩხეიძის ავტორობით გამოვიდა რომანების არაერთი სერია: „ტინისხიდი“,„ბურუსი“, „ჯებირი“, „მეჩეჩი“, „კვერნაქი“, „აღმართ-დაღმართი“, „ლანდები“,„ბორიაყი“, (რომანი საფუძვლად დაედო რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმს „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, 1985); „ცხრაწყარო“, „მთაგრეხილი“, და სხვა.
ოთარ ჩხეიძეს ეკუთვნის აგრეთვე პიესები „ვისია ვისი“, „ძველი რომანსები“ „თედორე“, „ქეთევან“ მონოგრაფიები „ვასილ ბარნოვი“. „რომანი და ისტორია“, „იტალიური დღიურები ბაირონისა“ და სხვა. რომანების ციკლი — არტისტული გადატრიალება, „თეთრი დათვი“, „ბერმუდის სამკუთხედი“, „2001 წელი“, „მორჩილი“ და ბოლო — 22-ე რომანი „ლაზერშოუ“.

ოთარ ჩხეიძეს ქართულ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2005 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია “საბა“, 2006 წელს კი “ილია ჭავჭავაძის“ პრემია.

მწერალი 2007 წლის 13 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა. 2018 წლის იანვარში გორში ერთ-ერთ ქუჩას ოთარ ჩხეიძის სახელი მიენიჭა.

Read 256 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი