სხვისი სახლების დალაგება ოდესმე საკუთარი სახლის ქონის იმედით - თეა ადუაშვილის ისტორია

წერილები Written by  სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018 08:33 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თეა ადუაშვილი

მე ვარ თეა ადუაშვილი. დავიბადე სოფელ კარალეთში. მოხდა ისე, რომ მამა ავად იყო და ჩამაბარეს ბიძებმა ბავშვთა სახლში. გავატარე ჩემი ბავშვობა თბილისის ბავშვთა სახლში. არ ვნანობ და გული არ მტკივა. მე რომ დღეს ასეთი ძლიერი ვარ, სწორედ იმ გაჭირვებულმა წლებმა მასწავლა, გამაძლიერა.

მერე წავედი დედათა მონასტერში და იქ ვცხოვრობდი. შემდეგ გავიგე, რომ დედას ჰქონდა სიმსივნე, დავტოვე მონასტერი და წამოვედი დედის მოსავლელად, დედაც დამეღუპა. 16 წლის ვიყავი, რომ სრულიად მარტო დავრჩი ამხელა სამყაროს წინაშე. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და რითი მერჩინა თავი. დავიწყე ფუნთუშების ცხობაზე მუშაობა. ნახევარ ხელფასს გაჭირვებულებს ვახმარებდი და ნახევარს - საკუთარ თავს. მერე გავთხოვდი, გამიჩნდა სამი შვილი, ბიჭები. უფროსი არის სტიქაროსანი, შუათანა კარგად ხატავს და პატარა მყავს ხუთი წლის ნიკოლოზი. ვარ მარტოხელა დედა.

ყველაზე დიდი სირთულეა, როცა სახლში არ გაქვს საკვები და არ იცი შვილებს საიდან მოუტანო, რა აჭამო. ყოფილა ბევრჯერ, რომ მშივრებს დაგვიძინია. ამ გაჭირვებამ გამაძლიერა და გდავწყვიტე სახლები დამელაგებინა, სხვა პროფესია სამწუხაროდ არ მაქვს. დავიწყე სახლების დალაგება, გადავიღე რამოდენიმე ფოტო მუშაობის პროცესში და დავდე ინტერნეტში. მახსოვს პირველი 30 ლარი, რომელიც ისეთი გემრიელი იყო, ვერც ერთი მილიონი ვერ შემიცვლის ალბათ. დამლაგებლობა არ არის ადვილი, ამას თავის პასუხისმგებლობა აქვს. გაძლევს მეპატრონე საკუთარი სახლის გასაღებს და უნდა ჩააბარო სუფთად, უნაკლოდ. ყოველთვის ვცდილობ გულით გავაკეთო, ყველა ოჯახს ვეუბნევი, რომ მე არასოდეს საქმეს არ მივაფუჩეჩებ.

tttttthhhhhhhhhhfffffff

ბავშვებს მარტო ვტოვებ ყოველთვის. ღამით ვუმზადებ საჭმელს, ტანსაცმელს, ვინ რა უნდა ჩაიცვას. ნიკოლოზს წამალი რა დროს უნდა დაალევინონ. დღის განმავლობაში ვურეკავ, ხომ არაფერი უნდათ, დედა თუ გიყვართ, სახლი ცოტა დამილაგეთ-მეთქი და რომ მივდივარ, ხანდახან წავახალისებ ხოლმე და ლარებს ვჩუქნი , ეს თქვენი გასამრჯელო იყოს, რომ კარგად იქცევით მეთქი.

ძალიან ბევრს ვუყვარვარ, ქუჩაში, რომ გავდივარ ყველა მიღიმის, ყველა მესალმება, ყვავილებიც უჩუებიათ, სალონში დავუპატიჟებივარ, თუმცა ბევრი გაბოროტებული ენის ადამიანები მლანძღავენ. დამლაგებელი ქალი ვის რაში აინტერესებსო, იყო ასეთი კომენტარი, რომელმაც გული მატკინა.

ჩემი შვილები და ჩემი მეგობრები მამხნევებენ. ჩემი შვილები არინ ჩემი ძალა, რომლის გამოც არასდროს დავნებდები, ვიბრძოლებ ბოლომდე, მინდა, რომ ყველაზე ბედნიერები იყვნენ. მინდოდა, რომ მესწავლა და მე ვერ გამომივიდა, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა შვილებმა ეს შეძლონ. ძალიან ვამაყობ ჩემი მეგობრებით, რომლებიც არასდროს გვტოვებენ საკვების, წამლის გარეშე.

ჩემი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი სახლი, მინდა ოდესმე საკუთარი სახლი დავალაგო და მშვიდად დავისვენო, მინდა რომ ჩემი შვილები დავინახო ბედნიერები.

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს.   

Read 8619 times Last modified on სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018 08:54

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი