ილიკო სუხიშვილი და მეჯვრისხევში გატარებული ბავშვობა

Rate this item
(0 votes)

ქართული ცეკვის ისტორია საუკუნეების ითვლის და მისი დღემდე მოტანა არაერთი გამოჩენილი  და ნიჭიერი ადამიანის დამსახურებაა. როდესაც ვახსნებთ ქართულ ცეკვას, ერთ-ერთი პირველი, რაც გაგვახსდება, ეს ანსამბლი „სუხიშვილებია“. 

 

ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის დანატოვარს უკვე წლებია წარმატებით აგრძელებენ მათი შვილიშვილები ილიკო და ნინო სუხიშვილები.

iliko da nino

 

ყველასთვის ცნობილია რომ ილიკო სუხიშვილი გორელი იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას ბავშვობის წლები გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევში აქვს გატარებული.

ილიკო მეჯვრისხევში 7 წლის ასაკამდე იზრდებოდა, ის ჯერ კიდევ 4 - 5 წლის იყო, როცა თანასოფლელებს აკვირვებდა და ხიბლავდა თავისი ცეკვის განსაკუთრებული უნარით.

iliko

იგი თავის მოგონებებში ხშირად ახსენებდა მეჯვრისხევს და შეიძლება ითქვას სიცოცხლის ბოლომდე არ კარგავდა თავისი მშობლიური სოფლის სიყვარულს.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა „სუხიშვილებმა“ აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი კლიპის ერთ-ერთი ეპიზოდი მეჯვრისხევში, რამდენიმე ადგილას გადაიღეს.

ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით ანსამბლმა დადგა შესანიშნავი ქართული ცეკვები: „ქართული“, „ფერხული“, „ფარცა“, „მხედრული“, „ხორუმი“ და სხვა. ასევე მან დადგა ცეკვები სპეკტაკლებში: „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“, „დემონი“ და სხვა.

ილიკო სუხიშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს იდგა რესპუბლიკის ქორეოგრაფიული ცხოვრების შუაგულში. მიუხედავად იმისა, რომ თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ხშირად განიცდიდა დროის დეფიციტს, იგი მაინც არ ივიწყებდა მშობლიურ სოფელს და, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, მეჯვრისხევს ეწვეოდა ხოლმე.

ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი იყო 1984 წელს, როდესაც ილიკო სუხიშვილს მეჯვრისხევის საშუალო სკოლამ შეხვედრა მოუწყო, ამ ფაქტის აღსანიშნავად სკოლამ სპეციულური ჟურნალიც კი გამოუშვა, სახელწოდებით: „ადამიანი-შემოქმედი“, რომელშიც ილიკო სუხიშვილის იშვიათი ფოტოებია დაბეჭდილი.

ილიკო სუხიშვილი 1985 წლის 24 მარტს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მის სახელს გორში, ვერხვების დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი ქუჩა ატარებს. 

Read 5086 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი