ნონას ნათელი ფერების სამყარო

Rate this item
(0 votes)

ნონა ბარიშვილის ნათელი ფერების სამყარო ახლა საქართველოდან შორს არის. ზის ყოველ საღამოს ქართულ მოგონებებთან ერთად და ახლა უკვე თავისი ხელით დამზადებულ სამკაულებს დაჰყურებს, ეფერება, რომლებიც დიდი ხანი არ არის რაც სამშობლოდან მასთან „ჩაფრინდნენ“.

ამ სამკაულებზე მინდოდა მეთქვა. მახსოვს, როცა ვნახე, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. თავად ნონა თვლის, რომ დიდი ხანი არ არის, რაც გულსაბნევებს ამზადებს, მაგრამ მე წლების წინ იშვიათად მინახავს მსგავსი ხელნაკეთი ნივთები.

27043350 1574877255935431 2040223609 n

უპირატესობას ბუნებრივ ქვებს ანიჭებს, თუმცა მისთვის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია ნამუშევარში.

ნახვისას პირველი ემოციები სწორედ ქვებიდან და ფერებიდან მოდის, მერე სხვა დეტალებს აკვირდები და ხვდები, რომ აქ წვრილმანები არ არსებობს, თითოეული მათგანი საოცრად დახვეწილია.

ნონა წუხს, რომ მის სამკაულებს ბევრი ვერ იძენს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. ხშირად გაუჩუქებია. ნატრობს, ყველას შეეძლოს სასურველი ნივთის შეძენა. თავად აღნიშნავს, რომ გულსაკიდები ძვირი ღირს, თუმცა აქვე იშველიებს კოკო შანელის სიტყვებს: „თუ გინდა, რომ ხელნაკეთი სამკაული ატარო, ან ძვირი უნდა გადაიხადო, ან თავად შექმნა“.

გულსაბნევებამდე ქსოვდა კაბებს, ლაბადებს და სხვა ტანისამოსს, შეკვეთის მიხედვით. სურდა, ყოველთვის ორიგინალური და უცხო დიზაინის სამოსი შეექმნა.

უფრო ადრე ქარგავდა. მის სახლში ახლაც არის უამრავი ნაქარგი, ნაქსოვი და სხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

27042732 1574877265935430 1421577848 n

დედამ ასწავლა ყველაფერი, რომელიც თავადაც ხელნაკეთი აქსესუარების დიდოსტატია და როგორც შვილი ამბობს, ოქროს ხელები აქვს. ერთად არასდროს უმუშავიათ, მაგრამ რჩევას ეკითხებიან ერთმანეთს და ითვალისწინებენ კიდეც.

ნონა ფიქრობს, რომ ერთ საქმის კეთება მუდმივად არ შეუძლია. იყო პერიოდი ქარგვის, ქსოვის, სამკაულების და სხვადასხვა აქსესუარების კეთების, მაგრამ აქ ამოწურა თავისი თავი.

ამჯერად ახალი იდეა გაუჩნდა. ფიქრობს თიხაზე იმუშაოს. დეტალებზე არ საუბრობს.

ოცნებობს გამოფენის გაკეთებაზე საქართველოში, მშვიდობასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე, რომ ხელოვნებას ფასი ჰქონდეს.

26940520 1574877272602096 677314885 n

Read 2786 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი