გოგებაშვილი სკოლაზე, ევროპაზე და მასწავლებლებზე

გაიხსენე ისტორია Written by  ორშაბათი, 22 იანვარი 2018 09:28 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"სასოფლო სკოლა" - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა 1882 წლის წინ გამოაქვყენა. ორი საუკუნის წინ დაწერილ ტექსტი აცდენილი არც დღევანდელ რეალობასაა. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ტექსტიდან:

"ღვთის ნებით, თუ უნებლიეთ, ჩვენ, ქართველები, სრულიად მოშორებულნი ვართ კლერიკალებსაც და ფეოდალებსაც… მაგრამ მარტო ეს გარემოება ჩვენ შეცდომისგან ვერ დაგვიფარავს. ამ შემთხვევაში მავნებელ შეცდომას მხოლოდ მაშინ ავიცილებთ თავიდან, როდესა გზის მანათობელ ფანრათ და კელაპტრათ ჩვენ გავიხდით იმ პირთა მსჯელობასა და შეხედულებას, რომელნიც მუდამ ხალხში მოქმედობენ, არიან მისი მასწავლებელნი, იციან მისი ავი და კარგი, სურვილი და მოთხოვნილებანი და ზედმიწევნით აქვთ შესწავლილი სახალხო სკოლის ყოველი გარემოებანი. ამგვარი პირნი გახლავთ სასოფლო სკოლის მასწავლებელნი, რომელთა მსჯელობას და შეხედულებას სკოლის ორგანიზაციის შესახებ ყველგან დიდს მნიშვნელობას აძლევენ. რა საკვირველია მასწავლებლებმა სრულიად არ იცოდნენ რა ორგანიზაცია ჰქონდათ შემოღებული ევროპაში, როდესაც ევროპის ერნი იყვნენ იმავე მდგომარეობაში ,როგორშიც ქართველები, მაგრამ სწორედ ისეთივე ხერხი იხმარეს, როგორც ევროპაში. ევროპის გლეხობას სურდა, რომ მის შვილებს კარგად და საფუძვლიანად შეესწავლათ სასოფლო სკოლის კურსი; ეს შესაძლებელი იქნებოდა თუ ბავშვები სასწავლებელში დარჩებოდნენ არანაკლებ ოთხი წლისა, მაგრამ ერთ მასწავლებელს ბევრი განყოფილების ერთად სწავლება ძლიერ გაუჭირდებოდა და ეს გარემოება მის შრომას ფუჭად ჩაატარებდა; ამიტომ შემოიღეს სკოლაში სწავლება ორ წელიწადში ერთხელ. განყოფილებათა სიმცირე მასწავლებელს აძლევდა საშუალებას, წარმატებით ეწარმოებინა სწავლა და სკოლიდან გამოეშვა ბავშვები გახსნილნი, განვითარებულნი და მშვენიერი კითხვის მცოდნენი.

ამგვარი წესი არსებობდა ყოველ სკოლაში, იქამდე ვიდრე ამ სკოლაშივე არ შეასრულებდა სწავლას რომელიმე ნიჭიერი და განვითარებული ყმაწვილი, რომელიც მცირეოდენ ჯამაგირს იკმარებდა და გახდებოდა თანაშემწე თავის ყოფილი მასწავლებლისა. როდესაც სკოლას ორი მასწავლებელი ეყოლებოდა ყოველწლიურად მოხდებოდა ბავშვების მიღება. ეს ღონისძიება აადვილებს სწავლის წარმატებით მსვლელობას, მაგრამ ერთ დაბრკოლებას ბადებს. ბავშვი, რომელიც ჩამორჩება და ვერ გაჰყვება თანატოლებს იმავე განყოფილებაში უნდა დარჩეს არა ერთი წლით, არამედ ორით. ეს აზარალებს ბავშვსაც და მის მშობლებსაც. ამ დაბრკოლების მოსაგვარებლად იმ სკოლებში სადაც ორ წელიწადში ერთხელ იღებენ ბავშვებს ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ერთნაირად სწავლობდეს ყველა ბავშვი. თუ ბავშვი რამე მიზეზით უკან ჩამორჩება მასწავლებელი გაკვეთილების დასრულების შემდეგ რცება ერთი საათით და ამ ჩამორჩენილ ბავშვებს ასწავლის ცალკე.

იქ სადაც ჰსურთ ყოველწლიურად მიიღონ ბავშვები სკოლაში, მაგრამ ერთ მასწავლებელზე მეტი არ ჰყავთ სკოლაში, მასწავლებელს სთხოვენ, რომ ერთნახევარ მოწაფეებს დილით ასწავლოს და მეორე ნახევარს სადილის შემდეგ. ამ ღონისძიებას ბევრი ღირსება აქვს, მაგრამ ორი დიდი ნაკლოვანებაც სჭირს. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ სწავლის დრო მცირდება, მასწავლებელს მხოლოდ სამი გაკვეთილი დილით შეუძლია და სამი სადილის შემდეგ, ამ სახით ბავშვს ოთხის მაგივრად სამი გაკვეთილის მოსმენა უწევს. მეორე ნაკლოვანება ის არის , რომ ექვსი გაკვეთილის გაძღოლა მასწავლებლისთვის რთულია, მაგრამ თუ მასწავლებელი მარჯვე ადამიანია, შრომისა არ ეშინია და გული ერჩის ხალხის კეთილ-დღეობისთვის, ეს უკანასკნელი ღონისძიება შეიძლება უფრო ამჯობინოს."

Read 3587 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი