გოგებაშვილის 10 ციტატა, როგორც სასარგებლო რეკომენდაცია

იანვარი 23 2018

ვინ იყო იაკობ გოგებაშვილი, ეს ყველამ ვიცით. მისი ბიოგრაფიის მოყოლას აღარ მოვყვებით. უბრალოდ გთავაზობთ გორის რაიონის სოფელ ვარიანში დაბადებული ამ ჩვენთვის კარგად ცნობილი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის დამფუძნებელ იაკობ გოგებაშვილის იმ 10 ციტატას, რომლებიც სასარგებლო რეკომენდაციებად შეგვიძლია მივიღოთ:

1. ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის ბედნიერებისა მოსიყვარულე გულიაო. 

2. გაქცევას ბრძოლა სჯობიან.

3. ძლიერი, წმინდა სიყვარული მოყვასისადმი, თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცო. 

4. თუ ცოტოდნად სჯობიხარ შენს დაცემულს მეზობელსა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სიცოცხლით სავსე ხარ და აყვავების გზაზედ სდგეხარ. 

5. როგორც ხე, მოშორებულ ფესვებს, ხმება, ისე ერი იღუპება, როცა ხელითგან ეცლება მიწა-წყალი, ტერიტორია. 

6. სიყვარული შობს სიყვარულს. 

7. სხვისი დამდაბლება ცილის წამებით ყოვლად უმსგავსო ხრიკია, რომელსაც შერცხვენა და დამდაბლება მოსცევს მისი, ვინც ამისთანა საქციელს კადრულობს. 

8. ყოველი ახალი ნაბიჯი სასიამოვნოა. იგი მოასწავებს წარმატებას, წინ მსვლელობას და სახელს უკეთებს საზოგადოებას, რომელიც, ეტყობა, სცოცხლობს, მოქმედებს და არ არის ერთს წერტილზედ გაჩერებული. 

9. შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და, ღმერთის გარდა უსაქმო ძილისგუდა. ვინც ჰმოქმედობს, იღვწის, შეცდომას ვერასოდეს ვერ ასცდება. 

10. ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი