გორის ციხე წინათ და ახლა (ფოტოები)

გაიხსენე ისტორია Written by  ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018 08:18 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

გორის ციხე ქალაქის თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს. ისტორიული ძეგლი გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, მის გარშემო კი მოსახლეობა ცხოვრობდა.

 

„გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება.

გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.

საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ.

დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ.

გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, სადაც კარგად ჩანს როგორ გამოიყურებოდა გორის ციხე წლების წინ და როგორ გამოიყურება ის დღეს. 

goris cixeeeeee

goris cixeeee

goris cixeee

goris cixee

მალაში გამოქვეყნებული ფოტოები მომზადებულია პროექტის „ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახეები” ფარგლებში. 

 

Read 1500 times Last modified on ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018 08:59
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი