ვინ უკრავს Resto Bar - Black Star-ში? - ნაცნობი სახეები "რკინის რაინდიდან"

ნაწყვეტი დღიურიდან Written by  ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 09:09 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გია ხმალაძე, ნუკრი ოქროპირიძე, ბორის ალიმბარაშვილი, მამუკა გრიგალაშვილი და გიორგი საძაგლიშვილი. გორში „BLACK STAR“ - ში თითქმის ყოველდღე უკრავენ. ამბობენ, რომ პროგრამა ადგილზე, იქაურ გარემოში შექმნეს. მათი კომპოზიციები წინასწარ დაგეგმილი არ არის.

 

გია ხმალაძე ბასგიტარისტია. იყო საეტრადო სტუდიის ხელმძღვანელი. ჰქონდა საკუთარი ანსაბლი. ამჟამად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

"სკოლის ანსამბლიდან ვმღერი, ვუკრავ. ერთ - ერთი პოპულარული ახალგაზრდა ვიყავი. სწავლის დამთავრების შემდგომ დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა. ვასწავლიდი აკუსტიკურ გიტარას. საესტრადო სტუდიის ხელმძღვანელი ვიყავი. მყავდა ჩემი ანსამბლი „წიქარა“, ანსამბლ "აი ია“  - ს პედაგოგი ვიყავი. ასევე, იყო ქალაქის ანსამბლი, სადაც მე ვუკრავდი, იყო ჯაზ - ბენდი და ასე მოვდივარ მას მერე. 27 წელია, რაც პედაგოგი ვარ, სკოლა "იბერიაში“ ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას“, - ამბობს გია ხმალაძე.

სოლო გიტარისტი ნუკრი ოქროპირიძე და გია ხმალაძე 80 - იან წლებში ერთად უკრავდნენ. ნუკრის არაერთი სიმღერა აქვს ჩაწერილი.

"ვწერ სიმღერებს, ჩაწერილიც მაქვს ჩემი სიმღერები და ჩასაწერიც. პირველი აკორდი გაერთანებულ ბენდში ეს იყო "ლა, რითმ ენდ ბლუზი“, - გვითხრა ნუკრიმ.

42513384 2192850764291101 4208354156580175872 n ნუკრი

 

ბორის ალიმბარაშვილი კი პიანისტია. ბენდის დანარჩენ წევრებს მასწავლებლებს ეძახის.

"ესენი ჩემი მასწავლებლები არიან, ამათმა მასწავლეს თუ რამე ვიცი“, - ამბობს ბორისი.

დრამერი მამუკა გრიგალაშვილი 90 - იან წლებში როკ - ჯგუფში "რკინის რაინდი“ უკრავდა.

"სკოლის ასაკიდან დაიწყო მუსიკასთან ჩემი სიახლოვე. ვიყავი ბავშვთა ანსამბლებში. 90 იანებში გავაკეთეთ "რკინის რაინდი“ როკ - ჯგუფი, რომელიც ძალიან წარმატებული იყო. 2000  - იანი წლებიდან ამათთან ერთად მოვდივარ“.

42510339 331526417583097 7961236982858776576 n  მამუკა

ბენდის მეხუთე წევრი გიორგი საძაგლიშვილია.

"დავამთავრე კონსერვატორია, საგუნდო სადირიჟორო განხრით. ასპირანტურის კურსი გავიარე, საოპერო სიმფონია - სადირიჟორო. პირველი ბიჭუნათა გუნდი 1987 წლებში ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა. კონსერვატორიაში სწავლის დროს შევქმენი ანსამბლი „მესხეთი“. დავდიოდით მესხეთში და ვაგროვებდით მესხურ სიმღერებს. მესხური სიმღერა გადავურჩინეთ მესხებს. ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ერთმანეთის გულშემატკივრები და ერთმანეთის ტაშის დამკვრელები ვართ“, - ამბობს გიორგი.

42523078 152309929044623 5822795812974886912 nსაძაგლიშვილი

 

ბენდი, ამ შემადგენლობით, ზაფხულში ჩამოყალიბდა.

"ამ ზაფხულს ბატონი გიორგი მოიწვიეს აკომპანიმატორად, ამ ობიექტზე. დაიწყო მუშაობა გიორგიმ მარტო. აქ შემოდიოდნენ, ტურისტები, გორელები, ჩამოსულები და ისე მოხდა, რომ ბენდი მოითხოვა ობიქტმა. დაგვიკავშირდა გიორგი მე, მამუკა დრამერს, ნუკრის, ბორიას და ასე შევიკრიბეთ. ჩვენ წლებია მუსიკალურ სფეროში ვართ, მაგალითად, მე და ნუკრი 1982-1983 წლებში ერთად ვუკრავდით, მაგრამ, მას მერე, მუსიკალური კონტაქტი აღარ გვქონია. მე მამუკას და ბორიას კონტაქტი გვაქვს 2002 წლიდან, ერთად ვუკრავთ სულ. ჩვენ ვართ პედაგოგები და ზაფხულობით გავდივართ ხოლმე სამუშაოდ სხვა ქალაქებში. ამ ზაფხულს ისე მოხდა, რომ გადავწყვიტედ ქალაქში დარჩენა და ივნისის თვეში შევიკრიბეთ“. - ამბობს გია და ამატებს, რომ პროგრამა, ადგილზე შექმნეს

"პროგრამა შევქმენით გარეთ სცენაზე. რა დავუკრათ ვეკითხებოდით ერთმანეთს. მოდი ლა მინორში სვინგი დაუკარი, დრამერს ვეუბნევი, გიტარისტს ვეუბნევი, რომ ლა მაჟორში სვინგი ვატრიალოთ, ჯაზური თემა და ასე შეიქმნა ჩვენი პროგრამა ეზოში.

"რეპტიცია არ გვქონია, წინასწარ დაგეგმილი არაფერი არ არის, არც ერთი კომპოზიცია, არც ერთი სიმღერა. შეიძლება მეორე დღეს სხვანაირად დავუკრა წინა დღის კომპოზიცია. ყოველდღე ახალი კომპოზიცია იქმნება“.

მოგონებები:

 "ბაკურციხის კონცერტი მახსენდება, 8 საათზე დაწყებული კონცერტი ღამის 2  - ის ნახევარზე დამთავრდა, არ გვიშვებდნენ სცენიდან", - გვიყვება ნუკრი

"გოგონების წერილები, კაფესთან 8 საათზე გელოდებით" - იხსენებს გია

ამბობენ, რომ მსმენელის აპლოდისმენტები ყველაფერს ურჩევნიათ

 "გარკვეულ ანაზღაურებას ხომ ვიღებთ, მაგრამ იმ ანაზღაურებას მირჩევნია თბილი ტაში", - მიაჩნია ბორისს.

" გორელ მაყურებელს, რომ ტაში დააკვრევინო ეს უკვე დიდი მიღწევაა. აქ რომ ყველა მაგიდიდან ტაშს გიკრავენს, ხელს გიქნევენ, მოდიან აპარატით ფოტოს გიღებენ, ეს ჩვნთვის მოულოდნელი და სასიამოვნოა, ძალას გვმატებს. არტისტის ჯილდოა ტაშია", - ამბობს გიორგი.

როგორც ყველას, რთული პერიოდი მათაც აქვთ.

"არის პერიოდები სულ გადაბმულად ვმუშაობთ და შემოსავალი გვაქვს. შეიძლება ისეთი ჩავარდნები იყოს, 6 თვიანი 8 თვიანი, რომ პურის ფული არ გაქვს. ელოდები ვინ დაგიძახებს.", - ამბობს გია ხმალაძე.

ბენდის წევრები ფიქრობენ, რომ სიმღერით მათ მიერ განვლილ ცხოვრებას გამოხატავენ

Read 636 times Last modified on ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 13:10
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი