Print this page

აფხაზეთის ომში დაკარგული 20 წლის სტუდენტი - ცოტა რამ ზაზა სირბილაძეზე

სექტემბერი 29 2018

აფხაზეთის ომში უგზო - უკვლოდ დაკარგული ზაზა სირბილაძე, 1972 წლის 29 სექტემბერს თბილისში დაიბადა, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში იზრდებოდა, აქვე მიიღო საშუალო განათლებაც.

1991 წელს სწავლა სავაჭრო-ეკონომიკურ უნივერსიტეტში განაგრძო. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, 20 წლის ასაკში გადაწყვიტა ომში წასულიყო. 1992 წელს, გაგრის დაცემისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ზაზას ოჯახს მის შესახებ ამ დრომდე არაფერი სმენია. მისი გაუჩინარებიდან 25 წლის შემდეგ, სოფელ თორტიზაში, ქუჩას სადაც ზაზა ცხოვრობდა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისი სახელი მიენიჭა. 

ზაზა სირბილაძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1992-93 წლებ­ში აფხა­ზე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი 325 ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტია მოძიებული, რო­მელ­თა­გან 148 ამოც­ნო­ბი­ლია, და­ნარ­ჩე­ნი ნეშ­ტე­ბის ამოც­ნო­ბის პრო­ცე­სი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს.