ნატო გაბუნია - ერთ-ერთი პირველი მსახიობი ქალი გორიდან

გაიხსენე ისტორია Written by  ორშაბათი, 29 იანვარი 2018 08:07 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნატო გაბუნია 1852 წელს გორში დაიბადა. დაიბადა. 12 წლის ასაკში ის გორში ერთადერთ საქალებო სასწავლებელში მიაბარეს. ნატო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სითამამით და არტისტულობით. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ითამაშა სპეკტაკლებში „ძალად ექიმი“ და „უჩინმაჩინის“ ქუდი. ნატოს ტალანტი უყურადღებოდ არ დარჩენია გიორგი ერისთავის ვაჟს, რომელმაც ნატოს მამას ურჩია, რომ გოგონა მასთან თბილისში ჩაეყვანა. თბილისელმა მაყურებელმა ნატო გაბუნია პირველად 1879 წლის მარტში იხილა. მართალია, სპეკტაკლში ეპიზოდური როლი შეასრულა, მაგრამ მაყურებელს თავი მაინც დაამახსოვრა.

nato gabuniaaa

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მამას სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში ნატოს მონაწილეობას არ ეწინააღმდეგებოდა, მაინც არ უნდოდა მისი ქალიშვილი თეატრის მსახიობი გამხდარიყო. ამიტომ ნატო იძულებული გახდა, მამის წინააღმდეგ წასულიყო და თბილისში გაიპარა. 1879 წელს კი თეატრის მუდმივ მოქმედი დასის წევრი გახდა. თეატრი აქტიურად დგამდა სპეკტაკლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: გორში, აბასთუმანში, ქუთაისში, ფოთში და ახალციხეში. ნატომ არაერთ სპეკტაკლში ითამაშა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სპეკტაკლებმა : „პეპო“, „მოტია“, „ძალად ექიმი,“ და „აყალმაყალი ცოლ-ქმარს შუა“ მოუტანა. მაყურებელი განსაკუთრებით მოიხიბლა მისი სასიამოვნო ტემბრითა და მუსიკალურობით.

აკაკი წერეთელმა საგანგებოდ ნატოსთვის პიესა „კინტო“ დაწერა, ამ დროს ნატო თეატრალურ წრეში ახალი ჩარიცხული იყო.

1882 წელს ნატო გაბუნია აქვსენტი ცაგარელის მეუღლე გახდა. ეს უკანასკნელი ნატოსთვის დაუღალავად წერდა და თარგმნიდა პიესებს, ერთ-ერთი ასეთი საგანგებოდ მისთვის დაწერილი პიესა „ხანუმა“ ნატოს ერთგვარი თეატრალური სახე გახდა. ამ სპეკტაკლში ნატომ მაჭანკლის ფლიდი და ხარბი სახე ისეთი ოსტატობით შეასრულა, რომ მაშინდელი კრიტიკოსები აღფრთოვანებულნი დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნატო დაფასებული და ცნობილი მსახიობი იყო, ის და მისი მეუღლე მუდმივ ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდიდნენ. აქვსენტი ცაგარელს ხშირად უწევდა სამსახურის ძებნა და მეუღლისგან შორს ყოფნა. საბოლოოდ ცაგარელი სმას მიეძალა და 1905 წელს 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში თეატრალურ სამყაროში ერთგვარი მოდერნიზაცია მოხდა და ნატო მუდმივ დასში აღარ აიყვანეს, თუმცა მას ფარხმალი არ დაუყრია, იგი სპეკტაკლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მართავდა. მისი საღამოები წარმატებული აღმოჩნდა, მსახიობმა იგრძნო, რომ ადამიანებისთვის ისევე ძვირფასი და საინტერესო იყო. იგი წერდა:

ბევრი რამ კარგი და თან მწარეც გამომივლია სცენაზედ. ჩემთვის ყველაფერს თეატრი შეადგენდა, ეხლაც ესეა... შეიძლება მე სცენისთვის ჩალადაც არ ვღირდე, მაგრამ იგი ჩემთვის ყველაფერია - ჩემი ოჯახი, ჩემი ასიკო, ჩემი სალოცავი, ჩემი სულისდგმა და სხვადასხვა... ხსოვნა არ მღალატობს, მაგრამ წარსულის მოგონებას ძალღონე ნდომებია და მხოლოდ ეხლა ეთანხმები დიდებულ რუსთაველს, „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა...“

ნატო გაბუნია 1910 წელს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მეუღლის გვერდით, კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

Read 787 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი