რას ვფიქრობთ?

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ია ღვინიაშვილი

29 იანვარია, დილის 8 საათი. ვენაში ახალი სამუშაო დღე იწყება. სანამ საქმეს შევუდგები, ფეისბუკზე შევდივარ და იმ რამდენიმე კითხვას, რომელიც სულ მაწუხებს, საჯაროდ ვწერ: 

რას ფიქრობს დედა, რომელიც ემიგრანტია და ყოველთვიურად (მოხუცი უმყოფოს კარგად ღმერთმა) საკუთარ შვილს რაღაც თანხას უგზავნის, რათა ბავშვს ,,თავანი" არ დარჩეს ჩაუბარებელი და რას ფიქრობს კაზინოდან გამოსული ჯიბეებგაყვლეფილი შვილი, როცა საუთარ დედას აგინებს ბოღმის ამოსაღებად, ან იმის გამო, რომ მეტი არ გამოუგზავნა?!

რას ფიქრობს 10 წლის გოგო, რომელიც ქუჩაში დგას და ლიმონს ყიდის, რათა საღამოს შავი პური იყოდოს და ჩაი (ლიმნის გარეშე) დალიოს?!

რას ფიქრობს ჯარისკაცი, რომელიც სხვა რჯულის გადასარჩენად იბრძვის (საკუთარი შვილი რომ გაზარდოს) ბრძოლაში, სადაც ყოველი ქარის დაბერვაზე ბაბუაწვერას ფოთლებივით ქრებიან მისი მეგობრები?!

რას ფიქრობს ქვეყანა, რომელიც გენიოსის სიკვდილს უცდის, რათა სიცოცხლეში აღიარება არ შეიძლება?!

რას ფიქრობს კაცი, რომელიც წინაპრების სარღეგრძელოს (მინიმუმ სამჭიქიანი უნდა იყოს) ყანწით სვამს და შოთა რუსთაველი მეფე ჰგონია, ილია ჭავჭავაძე- საქართველოს პატრიარქი?!

და ბოლოს რას ფიქრობს ღმერთი, ალბათ იმას რომ, მე თქვენ არჩევანის საშუალება მოგეცითო!!!

 

Read 1031 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი